ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:29 / 15-01-2016
ვინ არის და რას საქმიანობს პრემიერის მეუღლე - არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას ახარჯავს...
რამდენიმე კვირის წინ, მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა, რომელიც ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. გიორგი კვირიკაშვილი ამ მნიშვნელოვან პოსტზე, მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში აირჩიეს. მას დედა გარდაეცვალა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი დედის დაკრძალვის მეორე დღეს წარადგინეს.

კვირიკაშვილი არ გამოირჩევა თამამი ნაბიჯებით, შესაბამისად დღემდე მისი ცხოვრება დიდ ინტერესს არ იწვევდა, მაგრამ ბოლო ორ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი მეუღლის ვინაობა.
"ambebi.ge"-თვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეუღლე მაკა ცინაძე არის. ის
You must have Flash Player installed in order to see this player.
პროფესიით ექიმია. გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მეუღლე სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო და 1990 წელს, როცა სწავლას ამთავრებდნენ, დაქორწინდნენ. ჰყავთ ოთხი შვილი, ნინო, ანა, გიორგი და ნიკოლოზი.

მაკა ცინაძეს მეგობრები მაიას ეძახიან. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერის მეუღლეს არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას ახარჯავს. საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, ხშირად არის დაკავებული ქველმოქმედებით, მაგრამ ამის აფიშირებას ერიდება. ის ხშირად სტუმრობს მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა სახლებს.

გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად იშვიათად ჩნდება. ბოლოს ისინი საზოგადოებაში ერთად სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდნენ, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
16:16 / 05-02-2016
კარგი ადამიანი ყოფილა, იხაროს ასეთმა ადამიანებმა.
ვაჟა
14:20 / 28-01-2016
აშკარად პოზიტივი მოდის ამ ქალბატონიდან.. უბრალოება, სიმშვიდე, მოწიწება და კიდევ ბევრი კარგის ჩამოთვლა შეიძლება... ვნახოთ რამდენად ამართლებს ამ შთაბეჭდილებას!
555
მსგავსი სიახლეები
"მნიშვნელოვანია, რომ ეს ჰესი აშენდა მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის მიხედვით"
პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა
პრემიერმა გაეროს მიერ მიღებულ, მსოფლიოს გაუმჯობესების უნივერსალურ გეგმაზეც ისაუბრა
ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების და მეწარმეობის განვითარებას
"ვერავინ გაექცევა დანაშაულს"
+PHOTO რა ვიცით საუნივერსიტეტო ქალაქზე, რომელიც პირველ სტუდენტებს 2019 წელს მიიღებს
"მე და გიორგიმ ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით"
"კვირიკაშვილი იყო გაოცებული. კაცს ესაუბრებოდა თემებზე და თანამშრომლობაზე, ეს კი გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა"
"ეს შეხვედრა არის ნატო-ს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:51 / 28-09-2016  Image "დღეს ჩემი კორპუსიდან 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ" - თბილისში ე.წ. ბიოს კინაღამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
"ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
10:01 / 29-09-2016  Image "ქმარი თუ მეხმარება? კი. ტუალეტში შესულს კართან მელოდება ბავშვით ხელში, რომ გამოსვლისთანავე მომაჩეჩოს" - როგორია ერთი ქართველი დედის ყოფა
სულ უბრალო ფრაზების მიღმა მთელი დრამაა ჩატეული
15:09 / 28-09-2016  Image საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"
საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"
13:11 / 28-09-2016  Image ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი
გთავაზობთ საინტერესო კომენტარებს "ევრონიუსის" ფეისბუქის გვერდიდან
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49