ვინ არის და რას საქმიანობს პრემიერის მეუღლე - არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას ახარჯავს...

ვინ არის და რას საქმიანობს პრემიერის მეუღლე - არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას ახარჯავს...

რამდენიმე კვირის წინ, მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა, რომელიც ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. გიორგი კვირიკაშვილი ამ მნიშვნელოვან პოსტზე, მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში აირჩიეს. მას დედა გარდაეცვალა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი დედის დაკრძალვის მეორე დღეს წარადგინეს.

კვირიკაშვილი არ გამოირჩევა თამამი ნაბიჯებით, შესაბამისად დღემდე მისი ცხოვრება დიდ ინტერესს არ იწვევდა, მაგრამ ბოლო ორ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი მეუღლის ვინაობა.

"ambebi.ge"-თვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეუღლე მაკა ცინაძე არის. ის პროფესიით ექიმია. გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მეუღლე სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო და 1990 წელს, როცა სწავლას ამთავრებდნენ, დაქორწინდნენ. ჰყავთ ოთხი შვილი, ნინო, ანა, გიორგი და ნიკოლოზი.

მაკა ცინაძეს მეგობრები მაიას ეძახიან. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერის მეუღლეს არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას ახარჯავს. საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, ხშირად არის დაკავებული ქველმოქმედებით, მაგრამ ამის აფიშირებას ერიდება. ის ხშირად სტუმრობს მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა სახლებს.

გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად იშვიათად ჩნდება. ბოლოს ისინი საზოგადოებაში ერთად სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდნენ, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია