კომერციული ფართები და ბინები გაიაფდება

კომერციული ფართები და ბინები გაიაფდება

სამშენებლო კომპანიები წელს ბინებზე მოთხოვნის შემცირებასა და ფასების ვარდნას ელოდებიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სამშენებლო კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტოები ამის მიზეზად მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში სავალუტო რყევებს, ეკონომიკურ კრიზისს და ფინანსურად არასტაბილურ მდგომარეობას ასახელებენ.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით ბინების და კომერციული ფართების რეალიზაციამ იკლო. კერძო სექტორს უკეთესის იმედი არც 2016 წელს აქვს. როგორც "რეზონანსს" უძრავი ქონების სააგენტოებსა და სამშენებლო კომპანიებში განუცხადეს, მყიდველები ძირითადად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან. ვალუტის გაუფასურებამ კი გავლენა მათ შემოსავალზეც მოახდინა, შესაბამისად იკლო ტრანზაქციების რაოდენობამ და ბინების ყიდვა-გაყიდვამაც. "შემცირება საკმაოდ დიდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში გაყიდვები თითქმის განახევრდა. ეკონომიკა, არასტაბილური შემოსავალი, ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" დირექტორი ნელი გოგუაძე და დასძენს, რომ ამ კუთხით 2016 წელსაც არაფერი შეიცვლება.

მაგალითად, ცენტრალურ უბნებში, საბურთალოზე ბინებზე კვადრატული მინიმუმ 800 დოლარიდან იწყება. ვაკეში შესაბამისად, უფრო მაღალია ფასი. კარგი კომერციული ფართებიც უკვე ნაკლებად არის და მისი ყიდვა-გაყიდვის ღირებულება საბურთალოზე მინიმუმ 1000-2000 დოლარია. "დიდი მოლოდინი არ მაქვს 2016 წელს. თუ ასე გაგრძელდა და დადებითი ძვრები არ მოხდა, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისული მდგომარეობა შენარჩუნდება", - მიიჩნევს ნელი გოგუაძე განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია