რამდენით მოიმატა ფასებმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდის შემდეგ

რამდენით მოიმატა ფასებმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდის შემდეგ

აქციზის განაკვეთის ზრდის გამო თამბაქოს პროდუქციაზე ფასები 28-დან 35 თეთრამდე უკვე გაიზარდა. როგორც ცნობილია, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთი ფიქსირებული 20 თეთრით და ღირებულების 5%-ით გაიზარდა.

აქციზის ზრდა სხვადასხვა ღირებულების სიგარეტზე სხვადასხვანაირად აისახა, კერძოდ, თუ სიგარეტის კოლოფის ღირებულება 1.5 ლარს შეადგენდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა, 2-ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 30 თეთრით, 2.5 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 33 თეთრით და 3 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 35 თეთრით. ამასთან, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზოგიერთი საცალო გაყიდვის პუნქტის მიერ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა, აქციზს არ უკავშირდება.

საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია