თბილისში ე.წ. ღორის გრიპით ადამიანი დაიღუპა

თბილისში ე.წ. ღორის გრიპით ადამიანი დაიღუპა

ე.წ. ღორის გრიპით ადამიანი დაიღუპა თბილისში. 39 წლის მამაკაცი დედაქალაქში დასავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანეს. სპეციალისტები ვირუსების მატებას ქვეყნის მასშტაბით თებერვალში ელოდებიან და ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკაზე საუბრობენ.

"წინა კვირაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, პაციენტი დასავლეთ საქართველოდან იყო და თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ავადობა არის 240 შემთხვევა, 100 ათას მოსახლეზე, მათ შორის იშვიათად, მაგრამ არის მძიმე შემთხვევები. თებერლვალში ალბათ უფრო მეტი შემთხვევა იქნება მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არის 500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე და ამ ზღვარიდან ჯერჯერობით შორს ვართ," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში A (H1N1) ვირუსის სიმპტომებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე საუბრობენ.

"სიმპტომები იწყება მაღალი სიცხით და გამოხატული ინტოქსიკაციით, რაც ნიშნავს თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, რომელსაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ხველა, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩატარდეს გრიპის საწინააღგმდეგო ვაქცინაცია და დაავადებულები უნდა დარჩნენ სახლში" - ხათუნა ზახაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია