ტემპერატურა 23 გრადუსამდე აიწევს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 23 გრადუსამდე აიწევს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

18 იანვარს დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა 23 გრადუსამდე აიწევს. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 17-18 იანვარს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეიდან ტემპერატურა მთელ საქართველოში მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც დღისით ტემპერატურა დაბლობში + 21 გრადუსამდე აიწევს, 18 იანვარს - 23 გრადუსამდე. იქნება უნალექო ამინდი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 17 იანვარს დღისით ტემპერატურა 14 გრადუსამდე მოიმატებს, 18 იანვარს - 16 გრადუსამდე.

სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. 17-18 იანვარს ქარის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან ითოვებს ხულოსა და მესტიაში. შესაძლოა იქ იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში ღამით საშუალოდ ყინვა -8 გრადუსამდე დაფიქსირდება.

ასევე სამი დღის განმავლობაში, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი უნალექო ამინდი იქნება. ღამით მოსალოდნელია ყინვა, საშუალოდ -12-13 გრადუსამდე. 19 იანვრიდან კი საქართველოში შესაძლოა ამინდი შეიცვალოს და იწვიმოს, თუმცა სინოპტიკოსები ძლიერ თოვლს ან წვიმას არ პროგნოზირებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია