როგორ სახლში ცხოვრობს კახა კალაძის ოჯახი

როგორ სახლში ცხოვრობს კახა კალაძის ოჯახი

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე ცოლითა და სამი შვილით სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მათი ინტერიერი, გემოვნებით მორთული ოთახები უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა "ჯეტსეტერ.უა"-მ შეაფასა, ფოტოებიც გადაუღეს და განათავსეს საიტზე. ჩვენს მკითხველებსაც ვაძლევთ საშუალებას, დაათვალიერონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოჯახური წყვილის სახლი.

სამსართულიანი სახლი თბილისში, ვაკეში მდებარეობს, თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობია და ოჯახი იქ კახას გამინისტრებიდან მალევე გადავიდა. სახლის გაფორმებაში კახას ეხმარებოდა თავისი მეგობარი, იტალიელი დიზაინერი ფლავიო კაპრიოტი. ის დაეხმარა ასევე კალაძეს ქალაქგარეთ აგარაკის გაფორმებაში. რომელიც შედარებით მკაცრი და მინიმალისტური გამოვიდა.

"თუ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიყურება სრულიად შავი აუზი, ჩვენთან ჩამოდით და გაჩვენებთ", - იცინის ანუკი. თუმცა დავუბრუნდეთ თბილისურ სახლს. ისეთი სივრცე გამოვიდა, სადაც მოდური ობიექტები ჰარმონიულად თანაცხოვრობს ბავშვების სათამაშოებთან.

სახლში პრაქტიკულად მთელი ავეჯი იტალიიდან არის ჩამოტანილი, ძველებურ ნივთებს კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოუყარეს თავი ოჯახის წევრებმა. სახლის მშენებლობაში კალაძის ცოლი, ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერი ანუკი არეშიძე, არ ჩარეულა, თუმცა ბინის მოწყობაში მაქსიმალურად მონაწილეობდა.

იხილეთ სახლის ფოტოგალერეა

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა - "ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდა, უეცრად გაუჩერდა ფეხი"

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა