გაუხსნიან თუ არა ვარსკვლავს მედეა ამირანაშვილს? - როგორ ხდება ამ ჯილდოს მინიჭება

გაუხსნიან თუ არა ვარსკვლავს მედეა ამირანაშვილს? - როგორ ხდება ამ ჯილდოს მინიჭება

ქართული კულტურის დამსახურებული მოღვაწეებისთვის ვარსკვლავის გახსნა იმ თეატრების წინ, სადაც ისინი წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ, დიდი ხნის ტრადიციაა.

თუმცა ყველას არ უმართლებს, მაგალითად, ქართული ოპერის ლეგენდა - ლირიკული სოპრანო - 90 წელს მიტანებული მედეა ამირანაშვილი (თავადაც ოპერის მომღერლების შვილი), რომელმაც ამ სფეროში ეპოქა შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ აქამდე არავის გახსენებია, რადგანაც ოპერის თეატრის წინ მხოლოდ ორი ვარსკვლავია გახსნილი - პაატა ბურჭულაძისა და ცისანა ტატიშვილის. ბოლო დროს ცნობილი ადამიანების ''ფეისბუქგვერდებზეც'' გაჩნდა კითხვები ამ თემის გარშემო.  

AMBEBI.GE საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა.

- ვინ წყვეტს ამა თუ იმ მომღერლისთვის ვარსკვლავის გახსნის საკითხს?

- ცოტა შორიდან დავიწყებ: საბჭოთა კავშირი ცუდი იყო თუ კარგი, ეს სხვა საუბრის თემაა, ფაქტი ერთია, - საქართველოდან მხოლოდ 5 ქალბატონს ჰქონდა სბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მათ შორის, ქალბატონ მედეა ამირანაშვილს.

- დანარჩენი ოთხი არტისტი ვინ არის?

- ნანი ბრეგვაძე, ნინო რამიშვილი, ცისანა ტატიშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე. ეს წოდება მაშინ იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნულ კავშირში შემავალი 15-ივე რესპუბლიკა, ამ ადამიანებს თავიანთი დამსახურებისთვის სახალხო არტისტებად აღიარებდა.

ოპერის მუზეუმში ამირანაშვილების ოჯახის ნივთები ინახება, იცით, რომ მისი მამაც პეტრე ამირანაშვილი, ოპერის ვარსკვლავი იყო, საოპერო მომღერალი იყო დედაც. მოკლედ, ოჯახს ამ სფეროში სერიოზული წვლილი მიუძღვის, მაგრამ საბოლოოდ, ვერ ვხდები ოპერის თეატრის დამოკიდებულებას, რა ხდება, ვერ გავიგე. მჯერა, რომ ბატონი დათო კინწურაშვილი (ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) ბოლოსდაბოლოს მოგვმართავს წერილით, რომ ქალბატონი მედეას ვარსკვლავი ოპერის თეატრის წინ გავხსნათ. ამის მერე კულტურის პალატა მზად იქნება, თავის თავზე აიღოს ვარსკვლავის დამზადება.

მინდა, მოსახლეობას, მკითველს თქვენი საშუალებით ავუხსნა, თუ რა პოცედურასთან გვაქვს საქმე: თუ მე არ მომმართა ამა თუ იმ თეტრმა, თუ დაწესებულებამ, რომლის შენობის წინაც უნდა გაიხსნას ამა თუ იმ პიროვნების ვარსკვლავი, მანამდე ვარსკვლავის გახსნის უფლება არ გვაქვს.

მას შემდეგ, რაც ოპერის ხელმძღვანელობიდან ჩვენთან წერილი შემოვა, რომ მზად არიან, მიმდებარე ტერიტორიაზე მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნას, გარწმუნებთ, ამას ჩვენივე ფინანსებით, უზრუნველვყოფთ მინიმალურ ვადებში.

- რამდენი დრო სჭირდება საერთოდ ვარსკვლავის დამზადებას?

- სადღაც 10 დღე, მაგრამ ჩვენები ღამეებსაც გაათენებენ და დროზე ადრე დამზადებენ, მთავარი ნებართვაა, მაგრამ თუ ეს საბუთი, წერილი არ მექნა, უფლება არ მაქვს ვიმოქმედო.

ეს თემა ვატყობ, რომ დღეს ბევრს აღელვებს და სამართლიანადაც გახდა განსჯის საგანი. ზუსტად ამან მოიტანა სწორედ ის ინიციატივა, რომელსაც საქართველოს კულტურის პალატამ ჩაუყარა საფუძველი, ქართველ ამაგდარ ხელოვანებს საერთაშორისო ფორუმს მოუწყობს.

- ეს რას ნიშნავს?

- ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანები, როგორებიც არიან მაგალითად, მედეა ამირანაშვილი, ელდერ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და ბევრი სხვა, ვინც  ქართულ კულტურაში ეპოქა შექმნა, ცოტა ხანში შევკრებთ. ისინი დასხდებიან და ილაპარაკებენ უამრავ საჭირო და აუცილებელ საკითხზე. თუ ევროპისკენ ვიწევთ და ამის პერსპექტივაც გვაქვს, უპირველესად კულტურა უნდა იყოს სათანადო დონეზე და მან უნდა შეძლოს ამ მიმართულებით ბევრი რამის გაკეთება. მოკლედ, თემები დაგროვდა.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია