ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:44 / 18-01-2016
"კეზერაშვილმა ლელა კილაძე უცხოეთის ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა"(?!)
"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ," - ეს განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სოციალური ქსელით რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და საზოგადოებას თავისი ოჯახის დანგრევის შესახებ აცნობა, თუმცა, მითქმა-მოთქმას მაინც ვერ ასცდა. პრესაშიც და სოციალურ ქსელშიც უგულავა-კილაძის ოჯახის დანგრევის მიზეზების შესახებ ათასგვარი ვერსია გავრცელდა. უგულავასა და კილაძის ახლობლები ამბობენ, რომ ვერსიათა უმრავლესობა მცდარია. თუმცა, აი, რას გვიყვება ლელა კილაძის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია:

"ყველაფერში დამნაშავე ლელას ცხოვრების სტილია. დიდი ხანია, ის და თბილისში კარგად ცნობილი ერთ-ერთი ოჯახის დედისერთა შვილი­ ყველგან ერთად დადიოდნენ და ახლო ურთიერთობას არც მალავდნენ... მათი სამეგობრო წრე ხშირად იკრიბებოდა, მთელი ღამის განმავლობაში "გუგუნებდნენ", სვამდნენ... ლელას ამგვარი ცხოვრების სტილის გამო პრობლემებიც დაიწყო. მაგალითად, ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევდა. ამის გამო დედამისმა ლელა ოთხი დღით სახლშიც­
გამოკეტა, მაგრამ...

როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ორთაჭალაში, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, ჩვეული "გუგუნისას", როგორც ამბობენ, ლელას მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. კილაძის ახლობლები დილის 6 საათზე მიცვივდნენ კაფეში, ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით. როცა ლელა ამ დღეში ნახეს, ძალიან გამწარდნენ. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ უგულავასთან ციხეში მეგობრები მივიდნენ და ყველაფერი უთხრეს...

ურჩიეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიეღო. უგულავამაც მიიღო გადაწყვეტილება და კილაძეს ოფიციალურად გაშორდა. რაც შეეხება კილაძეს, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველა ხარჯს "კეზერა" ფარავს..."

იხილეთ გაგრძელება
12:03 / 29-01-2016
ნინი
0
ამიტომაც, როცა ვირჩევთ პრეზიდენტს, დეპუტატებს, მერებს, გამგებლებს, მთავარი კრიტერიუმი მარტო ნაცნობობა, საკუთარი კეთილდღეობისათვის ზრუნვა კი არ უნდა იყოს, არამედ კანდიდატები თუ რამდენად ახლოს არიან სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, პატიოსნებასთან და ეროვნულ ფესვებთან. დროა კარგად დავფიქრდეთ, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალისათვის საფრთხის შემქმნელად ვინც შეიძლება მიჩნეულ იქნას, ნათესავიც რომ იყოს, არ უნდა ავირჩიოთ. ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ხდება, საზოგადოების ბრალია. არჩევნების დროს ისე გამეტებით ვლანძღავთ ერთმანეთს, ზოგჯერ სასიკვდილოდაც შეიძლება გავიმეტოთ ჩვენი სისხლი და ხორცი, შედეგი სახეზეა. ამორალურობის ზეიმია ქვეყანაში.
16:40 / 28-01-2016
edisoini
0
საქმე გამოგლევიათ
მსგავსი სიახლეები
საქართველოში მონარქიის აღდგენის შესახებ მოსაზრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გამოთქვა
უგულავა შვილებთან - ტასოსთან და თინათინთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
"სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიდის ახალი სისტემის ფორმირება, გადანაწილების პროცესი"
+PHOTO| ნათლობას ოჯახის წევრები და მათი უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის ბიზნესმენი თემურ უგულავა
ლელა კილაძე სოციალურ ქსელში მამა-შვილის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:18 / 29-07-2017  Image ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა
12:59 / 29-07-2017  Image ანტალიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა
14:58 / 29-07-2017  Image "მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი
"ელე მძიმედ ავადაა. ელე სიმსივნეს ებრძვის"
10:02 / 29-07-2017  Image რო­გორ ააცი­ლა ღვთის­მ­შობ­ლის კვარ­თ­მა ზუგ­დი­დი გან­საც­დელს - "ამა­ზე დიდ სას­წა­ულს რას უნ­და მო­ეს­წ­როს ადა­მი­ა­ნი, არ ვი­ცი"
"ღვთის­მ­შო­ბე­ლი იცავ­და ამ ქა­ლაქს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს"
15:36 / 28-07-2017  Image როგორ აღმოჩნდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე
ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჯერად საფრანგეთში, კერძოდ სენ-ტროპეში იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49