უბნები თბილისში, სადაც დღეს წყალი და დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს წყალი და დენი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 18 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტროენერგიის შეზღუდვა საბურთალოს, ვაკის, გლდანის და ისნის რაიონების მცხოვრებლებს შეეხებათ.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს, 519 აბონენტს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა ბუდაპეშტის ქუჩის 161 აბონენტს შეეხება. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის და ტაშკენტის შესახვევის მაცხოვრებლებსმ 381 აბონენტს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება, სულ 629 აბონენტს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 ელექტროენერგიის მიწოდება ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს შეეზღუდებათ, სულ 205 აბონენტს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს, 63 აბონენტს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, პატარძეულის, კაჭარავას, უჯარმის, ფორაქიშვილის და დესპანე გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს, სულ 776 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ამასთან, გლდანის "ა" მ/რ-ში, გამავალი გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით დღეს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

"ყაზტრანსგზა-თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება: გლდანის "ა" მ/რ-ში მდებარე კორპუსების, ქერჩის ქ. 5-ში და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შპს "მმბ"-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდება საჯარო სკოლა N136, 160, შპს "ახალ ქართულ გიმნაზიას", საბავშვო ბაგა-ბაღი N89-სა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. სულ შეზღუდვა შეეხება 2 200-მდე აბონენტს.

გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია