კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:14 / 19-01-2016
საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები - რა ღირს, რა ხდება იქ და რით განსხვავდება სხვა სკოლებისგან
განათლება რომ ძვირი ჯდება, მით უმეტეს - კარგი განათლება, ეს ახალი ამბავი არაა. მშობლებიც, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ცდილობენ, შვილს არ მოაკლონ არაფერი და კარგი პირობები შეუქმნან პერსპექტიული და აწყობილი მომავლისთვის. შვილის მომავალში თანხის დაბანდება არავის ენანება, მთავარია, ეს თანხები გქონდეს... საქართველოში ბევრია კერძო სკოლა, სხვადასხვა პროფილის, სხვადასხვა კატეგორიის, ფასის და ა.შ. ჩვენ მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შემოგთავაზებთ, მათი ფასებით, განსხვავებებით სხვა სკოლებისგან და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლების უმრავლესობაში აქცენტებია უცხო ენაზე, უცხოეთში განათლების მისაღებად მომზადებაზე, უმრავლესობის სწავლის საფასურში შედის ტრანსპორტის ხარჯები და რამდენიმე წრე და ბევრ მათგანს აქვს საზაფხულო სკოლები და ბანაკები, საკუთარი ბაღები და გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოდგენილი ფასები მიახლოებითია, რადგან სკოლების უმრავლესობაში სხვადასხვა კლასისა და სექტორის გადასახადი სხვადასხვანაირია.
თქვენ წინაშე საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული და პოპულარული სკოლების ათეულია.

1. QSi - საერთაშორისო სკოლა

სწავლის წლიური გადასახადი: 41 ათასი ლარი



სკოლა თბილისის დიპლომატიურ სოფელში მდებარეობს, ზურგოვანის დასახლებაში. საერთაშორისო სკოლის გარდა იქ საერთაშორისო ბაღიც არის. ამ დასახლებაში ძირითადად უცხოელი დიპლომატები
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცხოვრობენ და სკოლაშიც უმრავლესობა მათი შვილები სწავლობენ.

2. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
სწავლის წლიური გადასახადი: 19 ათასი ლარი
აკადემიაში სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. ამ თანხაში შედის მოსწავლეების ტრანსპორტირება, კვება - არა. აკადემია ლისის ტბაზე მდებარეობს. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში 265-ს შეადგენს. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება.

3. ბრიტანულ-ქართული აკადემია
სწავლის წლიური გადასახადი - ბრიტანული სექტორი - 15 ათას ლარამდე, ქართული სექტორი - 9 ათას ლარამდე



აკადემია როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრს, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებს სთავაზობს მშობლებს. გადასახდში შედის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვება, ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები სპეციალური საშეღავათო ბარათებით სარგებლობენ კაფეტერიაში.
ასევე გახანგრძლივებული პროგრამები და ყველა სახის კულტურული თუ სპორტული აქტივობა. სკოლა ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს.

განაგრძეთ კითხვა
15:41 / 01-02-2016
აბა ჩემი შვილი,რომელიც ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დადის, ამათ გაუწევს კონკურენციას?ნამდვილად ვერა.ისევ მდიდრების არის ეს ქვეყანა,განათლებაც და შემდგომ საუკეთესო სამსახურები.საჯარო სკოლის მასწავლებლები (ყველას არ ვგულისხმობ) ნამდვილად ვერ აძლევენ კარგ განათლებას ბავშვებს. სამწუხაროდ :(((
ქეთი
14:43 / 20-01-2016
მე ვინც მიპასუხა იმას! ხელმოცარულ ადამიანებს ხშირად სჩვევიათ ცინიზმი და ირონია,ჰო და კიდე საკუთარი "პროფესორული" ვერსიების წამოყენება,იმის შესახებ რომ ხელმძღვანელი სამსახუში არაფერს არ აკეთებს და მე ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი უფრო მეტს ვაკეთებ და უფრო მეტს ვიმსახურებ და ა.შ.
Datuna
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:07 / 20-01-2017  Image "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" - როგორ დახვდა თეთრი სახლი რიგით 45-ე პრეზიდენტს
+PHOTO| ნახეთ როგორ შეხვდნენ ობამები ახალ პრეზიდენტს და როგორ დახვდა მას თეთრი სახლის სამუშაო ოთახი
18:39 / 20-01-2017  Image მერაბიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია
უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებ
15:16 / 20-01-2017  Image მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი და ეკა დემეტრაძე ერთმანეთს დაშორდნენ
+VIDEO| წყვილი თითქმის 10 წელი იყო დაქორწინებული
18:12 / 20-01-2017  Image საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცლდება
16:04 / 20-01-2017  Image 10 ვარსკვლავური წყვილი, რომელიც, თაყვანისმცემლების აზრით, არ უნდა დაშორებულიყო
იყო დრო, როცა ქორწინდებოდნენ უცნობ ადამიანებზე და უნდოდათ თუ არა ეს, ვალდებულნი იყვნენ
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49