კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:56 / 19-01-2016
"პატრიარქთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის სურათი დაინახა და კითხა, რად გინდაო..." - რას იხსენებს ნათელა პატარკაციშვილი გარდაცვლილ შვილზე
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 13 თებერვალს 8 წელი გადის. ბიზნესმენის დედა ნათელა პატარკაციშვილი გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში გარდაცვლილ შვილს იხსენებს.

- ბადრის ორი სახელი რატომ ერქვა?
- ორი კი არა, სამი სახელი ერქვა: არკადი, აბრაამი და ბადრი. დაბადების მოწმობაში არკადი ეწერა, აბრაამი ხახამმა დაარქვა, როცა მოინათლა. ბავშვობაში ძალიან მსუქანი იყო და ჩემი დედამთილი ამბობდა ხოლმე, ბადრი მთვარესავითააო და ბადრი ასე შეერქვა.

- ქალბატონო ნათელა, შეგიძლიათ, ის დღე გაიხსენოთ, როცა შვილი უკანასკნელად ნახეთ?

- კი, შემიძლია. ლონდონის სახლში, ეზოში ჩამოვედით, მითხრა, დედა, ათ საათზე თათბირი მაქვს და აეროპორტში მძღოლი და დაცვა წაგიყვანსო.

- სხვა დროს აეროპორტში თვითონ მიჰყავდით?
- დიახ... კარგი ამინდი იყო, ბადრიმ ხელები გაშალა და ცრემლები წამოუვიდა, დედა, რა არ მოგეწონა, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავიო. ეს რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა, გრძნობდა, ვეღარ შეგხვდებოდა და ცრემლებიც ამიტომ წამოუვიდაო.

- ხშირად ტიროდა ხოლმე?

- არა, მაშინ პირველად ვნახე... დავამშვიდე, შვილო, სამუდამოდ ხომ არ მივდივარ, კიდევ ჩამოვალ ან შენ ჩამოხვალ-მეთქი.

- ბადრი სხვა ქვეყანაში, თუნდაც ისრაელში რომ დაბადებულიყო, უფრო წარმატებული იქნებოდა?
- არ ვიცი... ბადრი საქართველოში დაიბადა და საქართველო ძალიან უყვარდა! იცით, რა მინდა გითხრათ? - ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა და გულში რამე ჭუჭყი რომ ჩაედო, აქ არ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ საქართველო ისე უყვარდა, ერთი წუთიც არ შეეძლო, აქაურობა დაეტოვებინა!

- თავს ქართველად თვლიდა თუ ებრაელად?
- ყოველთვის ამბოდა, ქართველი ებრაელი ვარო!

- მართლმადიდებელი იყო?
- არა... მე ებრაელი ვარ... სხვათა შორის, რუსეთში, როცა წინ წავიდა, უთხრეს, იქნებ, მართლმადიდებლობა მიიღოო, მაგრამ ბადრიმ უარი თქვა, მე ისიც ვარ და ესეცო... ბადრი ილია მეორის ნაჩუქარი ჯვრით გარდაიცვალა!

- თუ მართლმადიდებელი არ იყო, ჯვარს რატომ ატარებდა?
- ჩემთან მალავდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვატყობდი... სხვათა შორის, ოთხი სიძე, სამი რძალი მყავს და ყველა ქართველია.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქართველებს ვენაცვალე! ჩემი საქართველო ქვეყანას მირჩევნია!

- ებრაელი დედის დალოცვა როგორია?
- კარგი რამ გამახსენეთ: ერთხელ, უწმინდესთან ვიყავი და მითხრა, ნათელა, წელი მტკივა და ხელი გამისვი, ებრაელი დედის დალოცვილი და ხელმოკიდებული ძალიან კარგიაო. ვაიმე, უწმინდესი როგორ მიყვარს, როგორი თბილი ადამიანია. ღმერთმა ეგ გვიმყოფოს კარგად! სხვათა შორის, ილია მეორესთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის დიდი სურათი დაინახა და უთხრა, ეს სურათი რად გინდაო. უწმინდესმა მიუგო, ეს ჩემი შვილიაო. შესული არ ხარ, პატრიაქი გეუბნება, ეს ბადრის ნაჩუქარია, ის ბადრიმ მომიტანა და ძალიან ვუფრთხილდებიო.

ვანო პავლიაშვილი
გაზეთი "ვერსია"

12:29 / 13-02-2016
mari
0
Badris Rom dacloda soxumi dges chveni iqnebodaaaa.
00:58 / 13-02-2016
eee
0
არმჯერა მკვდარი როა არც მკვდარი გვნინახავს და არც გადახსნილ კუბო
მსგავსი სიახლეები
რუხაძის გვარი დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას პარტიასაც
"მთელმა ბათუმმა იცის, რომ "მასტერა" იყო შავბნელი დავალებების შემსრულებელი"
"ბადრი პატარკაციშვილი ალექსანდრ ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის დამზადებასა და..."
კათოლიკოს-პატრიარქის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება დასრულდა
"თუკი გაჩეჩილაძე იტყვის, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, უფრო მეტ დაკონკრეტებას მიიღებს ჩემგან"
"ბევრმა აქცია ზურგი ბადრის, მაროდიორებად გადაიქცნენ და დღესაც წეწავენ მის ქონებას"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:49 / 29-05-2017  Image "ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი
ვინც ე.წ. "ციანიდის საქმეს" უჭერს მხარს, სურს, საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს
10:38 / 29-05-2017  Image დავით ნარმანია: "დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება"
"ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მით უმეტეს, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე"
07:58 / 28-05-2017  Image გლდანი, მუხიანი და თემქა - საინტერესო ფაქტები თბილისის გარეუბნებზე
თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო
22:38 / 28-05-2017  Image ვინ არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 შერჩეული კანდიდატი
კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49