კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:07 / 19-01-2016
"მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას" - ინგა გრიგოლია ახალი გადაცემით დღეში სამჯერ გამოჩნდება ეთერში
შვიდჯერ დაიწყო ნულიდან, ბევრი ტელევიზიის ეკრანიდან მოგვესალმა, არაერთი გადაცემის ქუდი, პრომო გააკეთა ახალ გუნდთან ერთად... და არ დაიღალა. დღეს მერვედ იწყებს - ინგა გრიგოლია "პრაიმ-ტაიმთან" ახალი გადაცემისა და ძველი წყენის შესახებ საუბრობს.

უკვე ერთი თვეა ტელეწამყვანი ტელეკომპანია "პირველის" გენერალური პროდიუსერია, მალე კი ყოველდღე, დღეში სამჯერ შეხვდება ტელემაყურებელს. "ინგა გრიგოლიას დღის ამბები" საინტერესო თემებსა და სტუმრებს გააცნობს ტელეაუდიტორიას. რაც შეეხება "იმედს" ტელეკომპანიიდან წამოსვლას "პანღურს" ადარებს, თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

"როცა შენ ასე იხარჯები შენი სამსახურისთვის და ერთ მშვენიერ დღეს გიცხადებენ, რომ აღარ ხარ საჭირო, ამას პანღური ჰქვია, სხვა არაფერი. მანამდე არავის არცერთი სიტყვით არ უთქვამს, რომ შესაძლებელი იყო გადაცემის დახურვა. უბრალოდ, იქ არ გვეძინა, თორემ მთლიანი გუნდი "იმედში" ვცხოვრობდით. არაფერია გამორიცხული, რაც არ უნდა არანორმალური რეჟიმით, თავდაუზოგავად მუშაობდე, შეიძლება შენმა დამქირავებელმა ერთ მშვენიერ დღეს პანღურით გამოგაგდოს სამსახურიდან. მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რისკის ქვეშ სხვა ადამიანებს ვერ დავაყენებ".

იმაზე, თუ რას უკავშირებს "იმედზე" მისი გადაცემების დახურვას და ეს პოლიტიკასთანაა კავშირში
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუ ბიზნესთან, ტელეწამყვანი პასუხობს: "მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინეს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ. ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ. ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებებზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე. ძალიან ცუდად მოიქცნენ, იცით რატომ? რომელი ჟურნალისტი გაბედავს დღეს, თუნდაც "იმედში", ისეთი რამ გააკეთოს, რაც შეიძლება არ მოეწონოს ხელისუფლებას, თუნდაც დამფუძნებელს? ვერც ერთი!"

ნინო მჭედლიშვილი
გაზეთი "პრაიმ-ტაიმი"

10:24 / 22-01-2016
grigoli
0
დღეში სამჯერ რა ინდურ სერიალში გადაიღეს ?
19:13 / 20-01-2016
mzgrenkaca
0
სულ რომ არ დაიწყო ცხოვრება არ გინდა? თავი რომ დაგვანებო და მისცე ახალგაზრდებს მუსაობის საშუალება..
მსგავსი სიახლეები
სოციალურ ქსელში სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის
+VIDEO "ზეიმობს ახალგაზრდობა, ზეიმობს ჩვენი პარტია"
ფოტოები ტელეწამყვანის "ფეისბუქის" გვერდიდან
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ფოტოები "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან...
"პარლამენტის თავმჯდომარე როგორ გაჭაღარავებულა, რა უქნია ქართულ პოლიტიკას"
წყვილმა ქორწილი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ვიწრო წრეში გადაიხადა
"ურთიერთობის ფრიად უცნაური ფორმები მოგვიტანა ამ 21-ე საუკუნემ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:18 / 29-05-2017  Image ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები
+VIDEO საზარელი მკვლელობა გასული წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა
20:38 / 29-05-2017  Image პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ - "მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს"
"მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა"
13:47 / 29-05-2017  Image ავარია გორში: მოსწავლეები ბოლო ზარზე მანქანით ხეს დაეჯახნენ
მანქანაში 5 ახალგაზრდა იჯდა
11:33 / 29-05-2017  Image როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე
ბავშვის იძულება, შეიკავოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ეს არის ძალადობის ფორმა
16:53 / 29-05-2017  Image ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა
ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49