"მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას" - ინგა გრიგოლია ახალი გადაცემით დღეში სამჯერ გამოჩნდება ეთერში

"მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას" - ინგა გრიგოლია ახალი გადაცემით დღეში სამჯერ გამოჩნდება ეთერში

შვიდჯერ დაიწყო ნულიდან, ბევრი ტელევიზიის ეკრანიდან მოგვესალმა, არაერთი გადაცემის ქუდი, პრომო გააკეთა ახალ გუნდთან ერთად... და არ დაიღალა. დღეს მერვედ იწყებს - ინგა გრიგოლია "პრაიმ-ტაიმთან" ახალი გადაცემისა და ძველი წყენის შესახებ საუბრობს.

უკვე ერთი თვეა ტელეწამყვანი ტელეკომპანია "პირველის" გენერალური პროდიუსერია, მალე კი ყოველდღე, დღეში სამჯერ შეხვდება ტელემაყურებელს. "ინგა გრიგოლიას დღის ამბები" საინტერესო თემებსა და სტუმრებს გააცნობს ტელეაუდიტორიას. რაც შეეხება "იმედს" ტელეკომპანიიდან წამოსვლას "პანღურს" ადარებს, თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

"როცა შენ ასე იხარჯები შენი სამსახურისთვის და ერთ მშვენიერ დღეს გიცხადებენ, რომ აღარ ხარ საჭირო, ამას პანღური ჰქვია, სხვა არაფერი. მანამდე არავის არცერთი სიტყვით არ უთქვამს, რომ შესაძლებელი იყო გადაცემის დახურვა. უბრალოდ, იქ არ გვეძინა, თორემ მთლიანი გუნდი "იმედში" ვცხოვრობდით. არაფერია გამორიცხული, რაც არ უნდა არანორმალური რეჟიმით, თავდაუზოგავად მუშაობდე, შეიძლება შენმა დამქირავებელმა ერთ მშვენიერ დღეს პანღურით გამოგაგდოს სამსახურიდან. მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რისკის ქვეშ სხვა ადამიანებს ვერ დავაყენებ".

იმაზე, თუ რას უკავშირებს "იმედზე" მისი გადაცემების დახურვას და ეს პოლიტიკასთანაა კავშირში თუ ბიზნესთან, ტელეწამყვანი პასუხობს: "მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინეს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ. ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ. ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებებზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე. ძალიან ცუდად მოიქცნენ, იცით რატომ? რომელი ჟურნალისტი გაბედავს დღეს, თუნდაც "იმედში", ისეთი რამ გააკეთოს, რაც შეიძლება არ მოეწონოს ხელისუფლებას, თუნდაც დამფუძნებელს? ვერც ერთი!"

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმ-ტაიმი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია