#სამივე - ბათუმის ბულვარის დასაცავად სოციალური კამპანიაში ასეულობით ადამიანი მონაწილეობს

#სამივე - ბათუმის ბულვარის დასაცავად სოციალური კამპანიაში ასეულობით ადამიანი მონაწილეობს

#სამივე სოციალური კამპანიაა ბათუმის ბულვარის დასაცავად, რომელმაც "ფეისბუქი" მოიცვა. კამპანიის მონაწილეები ბულვარის სამივე სასეირნო ზოლის შენარჩუნებას მოითხოვენ.

საინიციატივო ჯგუფის "დაიცავი ბათუმის ბულვარის" ორგანიზატორებმა აღნიშნული კამპანია სოციალურ ქსელებში გუშინ დაიწყეს, დღეს კი აქციას რეზონანსი მოყვა. კამპანიას "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღე" და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "კომუნიკატორი" შეუერთდნენ და სოციალურ ქსელში ფოტოებიც განათავსეს. აქციაში სხვადასხვა მედია საშუალების ჟურნალისტებიც ჩაერთნენ. კამპანიას შეუერთდნენ ასევე ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი "BIAFF", "პარტიზანი მებაღეები" და სხვა.

სოციალურ კამპანიაში ამ დროისთვის რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.

საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები იღებენ ფოტოს და "ფეისბუქზე" აქვეყნებენ.

ბათუმის ბულვარის გულშემატკივრებს კამპანიაში მონაწილეობისთვის შეუძლიათ გადაიღონ ფოტო, სადაც ჩანს სამი თითი, რაც ბულვარის სამი სასეირნო ზოლის შენარჩუნებას გულისხმობს და ჰაშთაგით #სამივე განათავსონ სოციალურ ქსელში. აქციის მონაწილე კამპანიაში ჩასართავად სამ მეგობარს იწვევს.

ბათუმელების პროტესტი ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, სამი სასეირნო ბილიკიდან ერთის გაუქმება და მის ნაცვლად მწვანე მოლის მოწყობა იგეგმება. ასევე, სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობენ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე, რომლის შესაბამისად, ბულვარის მეორე ზოლში კაფე-ბარები მოეწყობა. კონცეფციის საბოლოო ვერსია მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

სწორედ ამ პროექტს მოჰყვა ბათუმელების საროტესტო აქციები, რამაც სოციალურ ქსელშიც ჰპოვა გამოხმაურება.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია