თბილისის ყველაზე პატარა მეეზოვე - 3 წლის ბიჭი ქალაქს ოჯახთან ერთად ასუფთავებს

თბილისის ყველაზე პატარა მეეზოვე - 3 წლის ბიჭი ქალაქს ოჯახთან ერთად ასუფთავებს

ყოველდღე, დილის 7 საათზე კასპის რაიონის სოფელი ხიდისყურიდან თბილისში სამუშაოდ ოჯახის 5 წევრი ჩამოდის. ცოლ-ქმარი, მათი ორი ვაჟი და ოჯახის ყველაზე პატარა წევრი - 3 წლის სოინა.

იხილეთ სიუჟეტი

ასკარკიზების დილა გამთენიისას, 05:00 საათზე იწყება, თბილისში უკვე 07:00 საათზე არიან და დედაქალაქის დასუფთავებას იწყებენ. მამას, ბიძას და ბებია-ბაბუას პატარა სოინა არაფრით ჩამოუვარდება, მათსავით გვის და ასუფთავებს ქალაქს. თბილისის ყველაზე პატარა მეეზოვეს ფორმა ბებომ მამის ძველი ფორმისგან შეუკერა, რადგან მისი ასაკისთვის განსაზღვრული სამოსი, რა თქმა უნდა არ არსებობდა.

ოჯახი მუშაობას დღის 12 საათზე ასრულებს და ისევ კასპში ბრუნდება...

"ჭავჭავაძის გამზირი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა" - თბილისის ვიცე-მერი

ადიგენში მეხი ჩამოვარდა, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია

"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)