"ღორის გრიპი" - ის, რაც დაავადების ნიშნებზე და მკურნალობაზე უნდა იცოდეთ

"ღორის გრიპი" - ის, რაც დაავადების ნიშნებზე და მკურნალობაზე უნდა იცოდეთ

საქართველოში H1N1-ით ქუთაისში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. გარდაცვალების მიზეზი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა. დღეს 100 000 მოსახლიდან 240 ადამიანს აქვს ეს ვირუსი, ეპიდემიის ზღვარი კი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, როცა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 500 ადამიანს გადააჭარბებს

რა უნდა იცოდეთ ე.წ ღორის გრიპზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან - "მკურნალი.გე" გთავაზობთ რეკომენდაციებს და რჩევებს:

VIDEO| როგორ ავირიდოთ ვირუსები? - რეკომენდაციები პაატა იმნაძისგან

რა თავისებურება ახასიათებს ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?

ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია