კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:28 / 21-01-2016
ცუდი სეზონი ზამთრის კურორტებზე - ცარიელი სასტუმროები და მკვეთრად შემცირებული დამსვენებლები
მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ბოლო დროს დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმა, ტურისტულ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა - საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მანათის გაუფასურების გამო, ბაკურიანსა და გუდაურში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონეები წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონიდან ნაკლებ მოგებას ელიან.

გუდაურში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, ახალი წლის დღეების შემდეგ ნომრები ფაქტობრივად, ცარიელია. "ჩემთვის ძალიან ცუდი სეზონია. 13 თებერვლამდე ჯავშანი არ მაქვს. სტუმრები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ, წელს თავს იკავებენ და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მინიმალური ფასები დავადეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნავს სასტუმროს მეპატრონე. მისი თქმით, დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. სასტუმროს მეპატრონე წლევანდელ პასიურობას ამ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ასევე არ გამორიცხავს, რომ დამსვენებლების ნაწილი დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმაც დააფრთხო.

წინა წლებთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია გუდაურში მდებარე სასტუმრო "ედელვაისშიც". მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასი გასულ წელთან შედარებით შეამცირეს, თუმცა დიდი შედეგი ვერც ამან გამოიღო.

აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე საუბრობს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო "ვერე პალასის" მენეჯერიც. მისი თქმით, სასტუმროს ვიზიტორების დიდ ნაწილს ყოველწლიურად აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ, თუმცა წელს ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. დამსვენებლების ნაკლებობის გამო, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ფასი "ვერე პალასი ბაკურიანმაც" შეამცირა განაგრძეთ კითხვა
22:48 / 21-01-2016
პროსტა ტიპები რა უსაქმურები ხართ სასაცილოა:)) რამე სხვა საქმე არ გაქვთ?! ძალიან კარგად ვიცნობ ქალბტონ ნინოს! გადასარევი ფასები აქვთ სასტუმროში და ასევე არაჩვეულებრივი პირობები! ადამიანმა უბრალოდ წინა წლებს შეადარა სიტუაცია. ასე რომ ძაან ნუ ინერვიულებთ გუდაურს დამსვენებელი მაინც არ მოკლდება! :*
;)
18:47 / 21-01-2016
მთავრობის ის ბრალია რო ხალხს სამსახური ფული არააქ და ვისაც აქ იმასაც შეუმცირდა
ბურუსა
მსგავსი სიახლეები
"ძალიან დიდი გეგმები გვაქვს - მომავალი წლის განმავლობაში აშენდება ბიატლონის ტრასა, ვიწყებთ
"ლოპოტას" საახალწლო პროგრამა 3 ღამეს მოიცავს და ტური ორ ადამიანზე 980 დოლარი ღირს
გუდაურში, სვანეთში, გოდერძსა და ბაკურიანში, წელს, საბაგიროს ერთი აბონიმენტით სარგებლობა შეგეძლებათ
აღვნიშნავდი არა სათხილამურო კურორტებს, არამედ ბუნებისმოყვარულებისთვის დასასვენებელ ადგილებს
საზღვაო კურორტებზე დამსვენებლების ნაწილი ტემპერატურას, აკნეს, ჰერპესული ინფექციასა და დიარეას უჩივის
კონკურსში მონაწილეობისთვის რადიო "პალიტრის" ბანერთან სახალისო ფოტო უნდა გადაიღოთ
გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 პატრულ-ინსპექტორი მიავლინეს
ტრაგიკულად დაღუპული გოგონა სამედიცინო ცენტრ "იუნონას" გენერალური დირექტორის ქალიშვილი იყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
19:42 / 28-04-2016  Image თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი gemrielia.ge-ს მკითხველისგან
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულისთვის განსაკუთრებული მზადება უკვე
12:31 / 26-03-2017  Image ქუთაისის აეროპორტში უვიზო მიმოსვლისთვის ემზადებიან
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ეროპორტში სამზადისი უკვე დაიწყო.
19:29 / 25-03-2017  Image "საბედისწერო ქალს რომ შეხვდა, მაშინ მხოლოდ ოცის იყო" - მოტყუებული კაცის ამბავი...
ლევანი ახლა 32 წლისაა.
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49