გაძვირების ახალი ტალღა - რაზე მოიმატა ფასებმა სავაჭრო ობიექტებში

გაძვირების ახალი ტალღა - რაზე მოიმატა ფასებმა სავაჭრო ობიექტებში

სამომხმარელო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა. მიზეზი ამჯერადაც ლარის გაუფასურებაა, თუმცა ფასებს ზრდისკენ საერთაშორისო ფაქტორმაც უბიძგა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ზეთის, შაქრის, თამბაქოს და სხვა პროდუქტის ღირებულებამ, რაც მომხმარებლისთვის აშკარად თვალშისაცემი გახდა. სექტემბრიდან მოყოლებული 1 ტონა თეთრი შაქრის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 340 დოლარიდან 422 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 4 თვეში პროდუქტი 20%-ით გაძვირდა.

საქართველოში მკვეთრი გაძვირება, დასახელებული მიზეზების გარდა, საკანონმდებლო ცვლილებითაც არის გამოწვეული. ეს ეხება სპირტიან სასმელსა და თამბაქოს, რომელთა ფასზეც აქციზის გაძვირებამაც მოახდინა გავლენა.

დედაქალაქის სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა პროდუქტი გააძვირეს. მკვეთრად მოიმატა ჰიგიენური საშუალებების ფასმაც. პროდუქტის მორიგ გაძვირებას მოთხოვნის კლებაც მოჰყვა. სუპერმარკეტ "ბი მარტის" მენეჯერის, ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, სტაბილურობა ჯერჯერობით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე შეინიშნება, ხოლო ძვირიან სეგმენტში გაყიდვა ძალიან შემცირდა. "ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასს მუდმივად ვცვლით. პროცესი იმდენად სისტემატურია, რომ ზოგიერთი დასახელების სურსათი, იანვრიდან მოყოლებული, რამდენჯერმე გაძვირდა. მკვეთრი ცვლილება განიცადა თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების, შაქრისა და ზეთის ფასმა. ლარმა გაუფასურება თუ განაგრძო, ფასების გადახედვა უახლოეს დღეებშიც მოგვიწევს.

ცხადია, სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რასაც არსებულ სიტუაციაში ველოდით კიდეც. ეროვნული ვალუტა პოზიციას კარგავს და ყველაზე მტკივნეულად ეს მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება", - ამბობს სულხანიშვილი.

განსაკუთრებით უჭირთ წვრილ მაღაზიებს, რომლებიც მუშაობას ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების გაყიდვის ხარჯზე ახერხებენ განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია