28 წლის პლასტიკური ქირურგის პოპულარობის საიდუმლო - რა აკავშირებს მოსკოველ ლამაზმანს სოფო ნიჟარაძესთან

28 წლის პლასტიკური ქირურგის პოპულარობის საიდუმლო - რა აკავშირებს მოსკოველ ლამაზმანს სოფო ნიჟარაძესთან

სალომე სვანაძე რუსეთში წარმატებული პლასტიკური ქირურგია. 28 წლის ქართველი გოგონა რუსული მედიის ყურადღებას საკუთარი მომხიბვლელი გარეგნობითაც იქცევს. ვინ არის რუსეთში წარმატებული ქართველი ექიმი, ამის შესახებ სალომე თავად გიამბობთ.

- მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. მამა ქირურგია, დედა - სტომატოლოგი. ჩემი კარიერა სწორედ მშობლების არჩევანმა განაპირობა. საქართველოში ბებია და ბაბუა მყავს, ისინი ქუთაისში ცხოვრობენ, ყოველთვის ვახერხებ მათ სანახავად საქართველოში ჩამოსვლას. 28 წლის ვარ, წარმატებამდე რთული გზა გავიარე, დიდხანს ვსწავლობდი. მესამე კურსზე ინსტიტუტიდან საავადმყოფოში მივდიოდი, ვეხმარებოდი ქირურგებს. მეექვსე კურსზე პირველი ოპერაცია გავაკეთე. ჩემი სპეციალობა არის მამოპლასტიკა, ანუ მკერდის პლასტიკურ ოპერაციას ვაკეთებ. როცა პირველად მანდეს სხვისი სხეული გასალამაზებლად, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, 23 წლის გოგომ მასწავლებელთან ერთად გავაკეთე პირველი ოპერაცია.

ჩვენი კლინიკა მხოლოდ მკერდის პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს, ბევრი ასეთი კლინიკაა რუსეთში, მაგრამ ჩვენთან ყველაზე იაფია. სხვაგან თუ 5000 დოლარი ღირს, იგივე ოპერაცია ჩვენთან 2000 დოლარი ღირს. ზუსტად იგივე სამუშაოს ვასრულებთ, იგივე იმპლანტებით. ბევრი პაციენტი გვყავს. მამოპლასტიკა, რინოპლასტიკასთან ერთად პირველ ადგილზეა. როცა ვიწრო სპეციალობა გაქვს, შეგიძლია უფრო გაიზარდო, როგორც სპეციალისტი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

- პლასტიკური ქირურგები ძირითადად მამაკაცები არიან, რატომ აირჩიეთ თქვენ ეს საქმე? - ჩვენთან სტერეოტიპი არის, რომ კაცი უნდა იყოს პლასტიკური ქირურგი, ამ საქმეში ქალების აღქმა ცოტა უჭირთ, თუ კარგად გამოიყურები, სულ უფრო ძნელია. ეს არ არის ადვილი დარგი, მაღალია სტრესი, სულ პაციენტებზე ვფიქრობ, რა შედეგი დადგება, როგორ მოეწონება. ფსიქოლოგიურად რთულია. 24 საათი არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ოპერაციის შემდეგ ყველა შეშინებულია, არ ესმით რეაბილიტაციის პროცესში როგორ უნდა მოიქცნენ. ეს არის ჩემი ცხოვრება, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს საქმე.

- ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი ხართ რუსეთში, ვინ დაგეხმარათ ამ წარმატების მიღწევაში? - ჩემი მშობლები ყოველთვის მიჭერდნენ მხარს, მაგრამ უფრო ჩემს თავში ვეძებდი ძალას, მოტივაციას. როცა იცი, რატომ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს, ყველაფერი კარგად გამოგდის. რაც შეეხება ჟურნალისტებით ჩემს დაინტერესებას, პლასტიკური ქირურგია ისეთი დარგია, ყველას სჭირდება შეხვედრამდე ექიმის გაცნობა. პლასტიკური ქირურგია ყველას აინტერესებს, მით უმეტეს, ქალი და პლასტიკური ქირურგი იშვიათობაა და ეს მედიის წარმომადგენლების დიდ ინტერესს იწვევს.

- შენმა რუსმა მეგობრებმა რა იციან საქართველოს შესახებ? - ძალიან მიყვარს საქართველო. აქ ჩვეულებრივ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო, ყველა ჩემი ნაცნობი ნამყოფია საქართველოში, ისეთი აღფრთოვანებულები ბრუნდებიან, ხანდახან მიკვირს, ნუთუ ჩემს ქვეყანაზე საუბრობენ-თქო. ჩემი საქმრო პირველად როცა წავიყვანე ოჯახის გასაცნობად, გადაირია საქართველოს სილამაზით. მისი მეგობრები, რომლებიც ექსპერტები არიან, თავადაც აღფრთოვანებულები არიან და ამით ვამაყობ.

- ვინ არის თქვენი საქმრო, რამდენი ხანია შეყვარებულები ხართ? - ჩემი საქმრო კანადელია, რუსეთში მუშაობს და ცხოვრობს რამდენიმე წელია. წელიწადნახევრის წინ გავიცანი. ნახევარი წელი ცდილობდა თავი მოეწონებინა ჩემთვის. ძალიან კეთილი, სასიამოვნო ადამიანია. მისთვის, როგორც ჩემთვის, შეუძლებელი არაფერია. ვაპირებთ დაქორწინებას, ეს მალე მოხდება, მაგრამ ზუსტ დროს ვერ გეტყვით.

- რა არის თქვენი ჰობი? - მიყვარს ცეკვა, ტანგო განსაკუთრებულად. ფოტოგრაფია, ფილმები. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ საქმით ვარ დაკავებული.

- ქართული ასე კარგად საიდან იცით, რუსეთში დაბადებულმა და გაზრდილმა გოგონამ? - ჩემს ოჯახში პირველი ენა იყო ქართული. იმის მიუხედავად, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე, 4 წლის ასაკში დავიწყე რუსულად საუბარი.

- რატომ წავიდნენ თქვენი მშობლები რუსეთში? - ბაბუაჩემი ცნობილი ისტორიკოსია, ლევან სვანაძე, მამაჩემი გაუშვა მოსკოვში, რომ სამედიცინოზე ესწავლა, ბაბუასაც უნდოდა ექიმობა, კარგად სწავლობდა, მაგრამ მკვდარი ადამიანი როცა დაინახა, მიხვდა ექიმობას ვერ შეძლებდა და გახდა ისტორიკოსი. შემდეგ მამა გამოუშვა სამედიცინოზე სასწავლებლად რუსეთში. ერთხელაც, როცა მამა ჩავიდა საქართველოში, შეხვდა დედას, შეუყვარდა, ცოლად მოიყვანა და გავჩნდი მე.

- ვიცით რომ სოფო ნიჟარაძესთან ნათესაური კავშირი გაქვთ? - სოფო ჩემი ბიძაშვილია. 2008 წელს ერთ-ერთი პირველი იყო ვინც რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და ხშირად ვერ ვნახულობ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია