ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:53 / 21-01-2016
რატომ იგვიანებს სასწრაფო თბილისში: "თქვენ ხომ არ იცით, შიგნით რა ხდება?!"
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპის 250 შემთხვევა ფიქსირდება. სპეციალისტები ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვალში პროგნოზირებენ. ვირუსების სეზონზე იმატა სასწრაფოს გამოძახებებმა და უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც სასწრაფოს დაგვიანებაზე ჩივიან. პაციენტთა ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავს და აღნიშნავს, რომ სასწრაფოს მისვლას 1-2 საათის განმავლობაში ელოდებიან.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც ინსულტიანი მამის სპაზმური ხველის გამო გამოიძახა სასწრაფო, AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვება, რომ დახმარება მათთან ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, რის გამოც ექიმს უსაყვედურა. ექიმმა კი ოჯახს განუცხადა, რომ შენიშვნას ვერ მიიღებდა: "თქვენ ხომ არ იცით, შიგნით რა ხდება?!".

რამდენიმე მოქალაქემ სასწრაფოს დაგვიანების გამო უკმაყოფილება ღიად, "ფეისბუქზეც" დააფიქსირა: "ორი საათის წინ გამოვიძახე სასწრაფო სოლოლაკში ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის გოგოსთვის. 2 საათის წინ!!!! 120 წუთის წინ შუა ქალაქში! 112-ზე ვერავინ ვერაფერს მეუბნება იმის გარდა, რომ "მოდის" ან "მარტო თქვენთან კი ვერ მოდის, გადატვირთულია". სიტყვები არ მყოფნის. კლავთ ხალხს???", - წერს ჟურნალისტი ნატალია ანთელავა პირად გვერდზე.

მსგავსი შინაარსისაა კიდევ რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებლის სტატუსი: "სასწრაფოს გამოძახებიდან 2:50 წუთის შემდეგ ისევ ვრეკავ 112-ში და ისინი კვლავ მპასუხობენ, რომ მალე მოვა ბრიგადა. გამოძახება გავაუქმე და უბრალოდ, კარგი დამკრძალავი ბიუროს კოორდინატები ვთხოვე"; "სასწრაფოს რომ იძახებ და ოპერატორი გეუბნება მინიმუმ 1 საათი ვერ მოვაო, რა ჰქვია ამას?!".

AMBEBI.GE პრომლემის გამომწვევი მიზეზებით დაინტერესდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მაკა გვარამია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასწრაფოს რესურსი თბილისისთვის აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა ბრიგადებს ისეთ გამოძახებებზე უწევთ მისვლა, რომლებზეც სასწრაფო არ უნდა დადიოდეს. მისი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმებს სთხოვენ რეცეპტის დაწერას, დიაგნოზის დასმას, ან ისეთი მანიპულაციების გაწევას, რაც სასწრაფოს კომპეტენციაში არ შედის. მაკა
You must have Flash Player installed in order to see this player.
გვარამიას ცნობით, გასულ პერიოდთან შედარებით სასწრაფო დახმარების გამოძახებამ დღეში დაახლოებით 400 ზარით მოიმატა.

ორი დღის წინ, თბილისში 24 საათის განმავლობაში სასწრაფო 2350 მისამართზე გავიდა. დეკემბერში დღე-ღამის განმავლობაში სასწრაფო 1800-1900 მისამართზე გადის, ზაფხულის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1600-1700-მდე მერყეობს.

"გუშინ მინისტრმაც აღნიშნა, სასწრაფო დახმარება არ უნდა დადიოდეს ტემპერატურაზე და მსგავს გამოძახებებზე. არიან "ქრონიკული პაციენტები", რომლებიც მუდმივად იძახებენ სასწრაფოს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი "ქრონიკი", რომელიც მხოლოდ წნევის გასასინჯად გვირეკავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, "უი, დაგინახეთ და უკვე კარგად ვართ". ზოგადად, რანჟირებაში პრობლემები არის. სამწუხაროდ, არის დაგვიანების შემთხვევები. ზუსტად იმის გამო ხდება ეს, რომ ჩვენ რეალურად არ უნდა დავდიოდეთ ტემპერატურებზე და მსგავს საკითხებზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარება არის გადაუდებელი დახმარების ცენტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გავდიოდეთ ისეთ შემთხვევებზე, როგორიც არის მაგალითად ავარია, ინფარქტი და მსგავსი მძიმე დაავადებები. ადგილზე ლოკალურად უნდა ვახდენდეთ მომსახურებას და თუ გადასაყვანია პაციენტი კლინიკაში უნდა გადაგვყავდეს, თუმცა ეს კულტურა საქართველოში ნაკლებად არის. როდესაც ჰიპერთერმიაზეა ბრიგადა გასული, ამასობაში შემოდის ისეთი ზარი, სადაც ნამდვილად უნდა მივიდეს სასწრაფო, ბრიგადა აღარ არის თავისუფალი და არ აქვს შესაძლებლობა დროულად მივიდეს პაციენტთან", - აღნიშნა მაკა გვარამიამ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, დედაქალაქში 93 ბრიგადა მუშაობს, რომელიც ტერიტორიების მიხედვით, ლოკალურად არის განთავსებული ფილიალებში.

ნატალია დადიანი
AMBEBI.GE

17:32 / 22-01-2016
მაკო 7 საათი თუ ელოდე სასწრაფოს ესეიგი სასწრაფო არ გჭირდებოდა, ვისაც სასწრაფო რეალურად ჭირდება 7 საათს ვერ გაქაჩავს
gio
17:17 / 22-01-2016
როგორც ცნობათა ბიუროში დარეკვისას იჭრება თანხა ინდენივე რომ იჭრებოდეს 112-ზე დარეკვისას,მერწმუნეთ 30% შემცირდება გამოძახებათა რიცხვი და კეთილისმსურველებიც შეწყვეტენ გამოძახებას
თამარ
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| "არსებობს სტრუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც დადგენილი წესით შეისწავლის საკითხს"
"მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა"
"თვითონ ჩეხები იყენებენ. ისინი რომ ჩამოდიან თუშეთში, თითქმის სულ ჩეხებს ემსახურება ეგ მანქანა"
აღნიშნულმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა სამედიცინო ბრიგადის დანარჩენ წევრებსაც
სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი 5 მგზავრი დაშავდა, მათ შორის ბრიგადის ექიმი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:14 / 24-09-2016  Image 300 წლის წინ გარდაცვლილმა წმინდანმა ბავშვმა თვალები გაახილა - დასავლური მედია მექსიკური სასწაულის შესახებ
+VIDEO| 300 წლის წინ გარდაცვლილი წმინდანად შერაცხული ბავშის ცხედარმა მოულოდნელად თვალები გაახილა
16:46 / 24-09-2016  Image ვინ და რატომ აღწერს სკოლებში პატრიარქის ნათლულებს - განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს კომენტარები
ინფორმაციამ მშობლებში გაურკვევლობა გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც დარეკა შეკითხვებით
10:33 / 25-09-2016  Image "ადამიანის გადასარჩენად მტკვარში სასულიერო პირი გადახტა" - მძიმე სტატისტიკა და 34 გადარჩენილი სიცოცხლე
"მდინარე მტკვარზე 9 ხიდია და სამწუხაროდ, ყველა მათგანიდან გვაქვს გადახტომის შემთხვევა"
10:53 / 25-09-2016  Image "სიცოცხლის უფლება მხოლოდ ვაჟებს არ უნდა ჰქონდეთ!" - სელექციური აბორტის შედეგად "გამქრალი" გოგონები
"როდესაც მესამედ დავორსულდი, გადავწყვიტე, ექოსკოპია გამეკეთებინა"
18:00 / 24-09-2016  Image ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის მეოთხე შვილის ნათლობიდან
ნინო დღეს გაქრისტიანდა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49