ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

ბოლო დღეებში იმატა გრიპის შემთხვევათა რაოდენობამ, არის პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევებიც. "მკურნალი.გე" თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილების ექიმს თინათინ ქორიძეს ესაუბრა:

- ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში საგრძნობლად იმატა მომართვიანობამ, ერთ დღეში 25 ბავშვი შემოვიდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მივიღეთ მითითება, რომ გრიპის ყველა შემოსული შემთხვევა რეგისტრირდეს, როორ H1N1 ვირუსი ანუ ღორის გრიპი, რადგან ამ ეტაპზე ვირუსის მხოლოდ ეს ქვეტიპი ფიქსირდება.

ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ვატარებთ სისხლის ანალიზს PCR-ის მეთოდით, მაგრამ ეს კვლევა მხოლოდ იმ პაციენტებს უტარდებათ, რომლებსაც გრიპის სიმპტომებთან ერთად აქვთ სხვა ქრონიკული პათოლოგიები და გართულებების განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან. კლინიკაში გამოცხადებულია შიდა კარანტინი, რაც იმას ნიშნავს რომ გაუქმდა პაციენტთა ნახვის საათები. დაშვებულია მხოლოდ ერთი თავმდგმური, გარედან შემოსულ ადამიანებს არ აქვთ პაციენტის ნახვის უფლება.

მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ დაავადება მიდის, როგორც ჩვეულებრივი გრიპი, გართულება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია