კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:34 / 21-01-2016
შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ღორის გრიპის ვირუსის გამო
გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში შიდა კარანტინი გამოცხადდა (პაციენტთა ნახვის საათები გაუქმდა). ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, "რადგან გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არის. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს".

ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი სულ რამდენიმე დღეა განახლდა, თუმცა ვირუსებით შეშინებული მშობლები შვილების საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიყვანას უფრთხიან. იმის გასარკვევად, როგორია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვების დასწრების მაჩვენებელი და აისახება თუ არა გრიპის შემთხვევათა მატება სასწავლო პროცესზე, AMBEBI.GE განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნატა ასათიანს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით კი საჭირო რეკომენდაციები სკოლებში უკვე გაიცა: "გადაგზავნილი აქვთ ინსტრუქცია, რაც ითვალისწინებს შემდეგს: მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ ავადმყოფი ბავშვი სკოლაში არ გაუშვან. სკოლაში თუ დაფიქსირდება გრიპის ნიშნები, აუცილებლად მოხდეს ამის შეტყობინება მშობლებისთვის", - აღნიშნავს ნატა ასათიანი.

ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვების დასწრება ჩვეულებრივია და
You must have Flash Player installed in order to see this player.
სწავლის შეწყვეტის საკითხი ჯერ არ დგას. ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე აღნიშნავს, რომ "ღორის გრიპის ვირუსის გამო, ბაღებში მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. ვგულისხმობ დეზინფექციას. განსაკუთრებული ზომებია მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გაციებული, სურდოიანი, ვირუსული ინფექციის ნიშნების მქონე ბავშვები ბაღში არ დაიშვან. მშობლებს მოვუწოდებთ, ასეთი პატარების ბაღში მიყვანისგან თავი შეიკავონ, რათა ამას გართულებები ან ვირუსით სხვა ბავშვების დაინფიცირება არ მოყვეს. დღეის მდგომარეობით ჩვენთან ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. დასწრება ნორმალურია. არ აღინიშნება ბავშვების მიერ ბაღის მასობრივად გაცდენის შემთხვევები. რაც შეეხება შემდგომ პრევენციულ ღონისძიებებს, კვლავ იგეგმება დეზინფექცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დაავდებების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, თუ ეს ვირუსი დაკვალიფიცირდება, როგორც ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მაჩვენებელი მაღალი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში, დროებით შეწყვეტენ ბაღები ფუნქციონირებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის".

თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE
22:12 / 24-01-2016
ბავშვების ვსაფრთხოებისთვის სჯობია დითხოვონ.წესებს არავინ დაიცავს.
muradi
09:37 / 22-01-2016
თქვენ ატეხეთ პანიკა და თქვენვე აცხხადებთ რომ თურმე პანიკის საფუძველი არ არსებობსო,ასე იყო გამყრელიძის მინისტრობის დროს და ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც,სულ იქნება პრეპარატები გასასაღებელი ვინმე გაზულუქებული ბიზნესმენის მიერ შემოტანილი. აღარაფრის იმედი აღარ მაქვს ამ ქვეკანაზე
Tamazi
მსგავსი სიახლეები
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო
გამომცემლებთან გამართული 28 შეხვედრის შემდეგაც კი ვერ ხერხდება­ შეთანხმება მთავარზე - გრიფირების წესზე
თელავში მასწავლებელი "შატალოზე" წასულ ბავშვებს პოლიციით დაემუქრა - რაზე ედავებიან მშობლები პედაგოგს
არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი დანაშაულს გულისხმობს
"შუა სემესტრში ბავშვის გადაყვანა მომიწევს, უნდა მივიდე სკოლებში და გავარკვიო"
"სხვები წავიდნენ ქალაქში, ისწავლეს, მაგრამ აღარ დაბრუნდნენ"
იმ ბავშვებს და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, რომლებმაც სასკოლო განათლება ვერ მიიღეს
"ისედაც ძალადობის ბევრი შემთხვევაა სკოლებში, ეს სიახლე კი მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას"
"საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად წარმოადგინა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:02 / 23-03-2017  Image "არის ასეთი ქალაქი და ჰყავს ასეთი "მერი" - ხეების დასარგავად ამოთხრილი და ამოვსებული ორმოები თბილისის ერთ-ერთ ბაღში
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით 169-ე ბაღში კურიოზული ფაქტი მოხდა
16:55 / 23-03-2017  Image "მარიამს დედამისი არავის ატანდა, ხელს არ უშვებდა, ყველგან თან დაჰყავდა..." - რას ყვებიან აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაღუპული გოგონას ახლობლები
+VIDEO 11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
20:53 / 22-03-2017  Image "იყიდება საეჭვო ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მომხმარებელმა არაფერი იცის" - წაიკითხეთ აუცილებლად, თუ ქათმის ხორცს ხშირად ყიდულობთ
"ზრდის ჰორმონი ონკოლოგიური დაავადებების სერიოზული სტიმულატორია"
14:56 / 23-03-2017  Image ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ
07:32 / 26-07-2016  Image ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა
+VIDEO| ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-03-23 19:23:05
ვერძიმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49