მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება

მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება

მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება. აღნიშნული ცენტრები წინამძღვრიშვილის 57-ში და ქიაჩელის 18-ში მდებარეობს.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, აღნიშნულ საოჯახო ცენტრებში მუდმივად იქნება ოჯახის ექიმი, რომელსაც შეეძლება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების მიღება და ცხელების მდგომარეობისთვის საჭირო გამოკვლევის ადგილზე ჩატარება.

გუშინ დაინერგა 112-ის სადისპეტჩეროს ახალი პროტოკოლი, რომელიც გამოაცალკევებს პროტოკოლს "ცხელება რისკ ჯგუფის გარეშე". დღეიდან 112 ასეთ გამოძახებებს გადაამისამართებს არა თბილისის სასწრაფოში, არამედ სხვა სადისპეტჩეროში, რომელიც დაიწყებს ცენტრების მართვას და საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმების ბინაზე გააგზავნას.

"თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში უკვე გამოყვეს ხუთი მსუბუქი მანქანა, რითიც მენეჯერული შემადგენლობა დადიოდა. დროებით ასეთ მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ ოჯახის ექიმებს და მოსახლეობას ოპერატიული მიწვდომის კომფორტი შევუქმნათ. 22 იანვრიდან ეს სამსახურები გადავლენ როგორც მიღების, ასევე გამოძახებაზე გასვლის რეჟიმში. ასევე დაემატება მინიმუმ ერთი რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული ნაწილი, რომელიც გადაერთვება 24 საათიან ფუნქციონირებაში. თუ ამ საოჯახო ცენტრებს აქვთ თავისი რესურსები, ექიმები, და ჰყავთ ტრანსპორტი, რესპუბილიკურ საავადმყოფოს სხვა ფუნქცია გააჩნია, სტაციონარია, ამიტომ მას დავეხმარებით კვალიფიციური ექიმებით, გაფორმდება კონტრაქტი, ასევე ტრანსპორტით, რომლის ძირითად ნაწილს ალბათ ჯადაცვის სამინისტროდან ვათხოვებთ. პარასკევიდან ესეც დაიწყებს ფუნქციონირებას. ვფიქრობ, დაემატება კიდევ ორი დაწებულება, რომ მთლიანად დედაქალაქის მოცვა იყოს სრული და მოსახლეობას ჰქონდეს კომფორტი", - აღნიშნა გუშინ დავით სერგეენკომ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია