კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:54 / 22-01-2016
"ვიძირებით!" - ავტობიზნესი საქართველოში თანდათან კვდება
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საექსპორტო ათეულში ლიდერის პოზიციებს არ თმობდა, თანდათან აზრს კარგავს. 2011-2012 წლებში ეს ბიზნესი ყველაზე მეტად დაწინაურდა და საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის მხრივ კავკასიის ერთგვარი ცენტრიც კი გახდა: ქართველ ავტოდილერებს დასავლეთიდან შემოჰყავდათ ავტომობილები და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წარმატებით ჰყიდდნენ. მარტო 2011 წელს საქართველოდან სხვა ქვეყნებში გაყვანილი მსუბუქი ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 450 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტისთვისაც კარგი შემოსავალი იყო. ავტოდილერები ერთგვარი ნოსტალგიით იგონებენ იმ წლებს და აღიარებენ, რომ მათი ბიზნესი
უკვე ჩაძირვის პირასაა.

ლევან ა.-ძე წლების განმავლობაში ავტომობილების ექსპორტით იყო დაკავებული, ახლა კი, ამბობს, რომ ამ საქმიანობამ აზრი დაკარგა: "ავტომობილები ძირითადად ამერიკიდან ჩამომყავდა. ამჟამად 11 ავტომობილი მაქვს გასაყიდი და არ ვიცი რა მოვუხერხო. შეიძლება ითქვას, რომ ჩავიძირე: ამ მანქანების გამო ვალში ჩავვარდი და სახლ-კარი დავკარგე. მანქანები რუსთავის ავტობაზრობაზე მიყენია. კვირაში ერთ მანქანაზე სულ ცოტა, 40-45 ლარი მაქვს გადასახდელი, როცა რამდენიმე მანქანა გიყენია, ხარჯიც უფრო მეტია. ასე დამიგროვდა 18 ათასი ლარის დავალიანება. მანქანის ტრანსპორტირება იმდენად ძვირი მიჯდება, რომ ძველი მანქანის ჩამოყვანას უკვე აზრი არა აქვს, ახალს კი, ერთეულები ყიდულობენ. ჩვენი მთავარი კლიენტები აზერბაიჯანელები და სომხები იყვნენ, რომლებიც ახლა მანქანებს რუსეთში ყიდულობენ, რადგან რუბლის გაუფასურების გამო იქ ფასები ძალიან დაეცა. ავტობაზრობაზე კლიენტი აღარ შემოდის და მგონი, ეს საქმე უკვე მოკვდა. ჯერჯერობით ასეა და ხვალ რა იქნება, არ ვიცით".

"დღეს ჩვენს ბიზნესში ყოფნა გაკოტრებას ნიშნავს! უმეტესობას სესხი გვაქვს აღებული და როდესაც მანქანა ბაზრობაზე თვეობით გვიყენია, გადასახადი კიდევ უფრო გვეზრდება და ვალი ვალს ემატება", - აცხადებენ ავტოდილერები განაგრძეთ კითხვა
12:33 / 23-01-2016
soso
0
ყველას ვუთანაგრძნობ. ეს ხომ დროებითი საქმე იყო რას იზამთ ბიზნესი სხვა რამეა. რაც საქართველოში ჯერ უცხო ხილია
გამოეხმაურე / 0 /
00:43 / 23-01-2016
R
0
ეს ქმედება არის იაფი და ხარისხიანი იაპონური მანქანების შემოყვანის წინააღმდეგ მიმართული და არა ეკოლოგიური ან მოძრაობის უსაფრთხოების მოსაზრებებით ნაკარნახევი. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭის გადატანას დაუშვებდნენ. პრემიერ მინისტრი და მთავრობა ლობირებს მსხვილ ავტოიმპორტიორებს, რომელთაც ამერიკიდან და ევროპიდან შემოჰყავთ მანქანები. მთავრობის ეს წინდაუხედავი მოქმედება საზოგადოებაში გამოიწვევს დაპირისპირებას. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ეს მოახლოებულ არჩევნებისას. ობგაიძეს სხვები რაში ენაღვლება, იაპონურმა ავტომწარმოებელმა მას $22 000-იანი ელექტრომობილი აჩუქა და ეხლა მუქთად დასეირნობს.<br />
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია
"ავტოდილერები ეჭვობენ, რომ პაკისტანელები მანქანებს საქართველოში აწყობენ და ფასდაკლებით ყიდიან რუსთავის ბაზრობაზე"
რისთვის ხვდებიან ავტოდილერები ბიზნესომბუდსმენს?!
მთავრობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს და წესებს ამკაცრებს
+VIDEO რუსთავის ავტობაზრობაზე მისულს იქაურობისთვის უცნაური სიჩუმე დამხ­ვდა
"განიხილება მთლიანი აქტივების გასხვისება"
არ აქვს საკმარისი საკვები და სასმელი წყალი
"ევრო 4"-ის სტანდარტის შემოღება შესაძლოა საქართველოშიც გახდეს საჭირო
სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლა ავტომობილების ექსპორტს საქართველოდან 20%-ით შეამცირებს.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
15:25 / 17-01-2018  Image "პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"ერთხელ მითხრა, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ნეტავ რატომ გადავრჩიო..."
13:10 / 17-01-2018  Image 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს
22:18 / 17-01-2017  Image როცა ლოგინის თეთრეულს ყიდულობთ, ეს უნდა იცოდეთ
ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია
17:23 / 17-01-2018  Image "მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა
"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49