"ვიძირებით!" - ავტობიზნესი საქართველოში თანდათან კვდება

"ვიძირებით!" - ავტობიზნესი საქართველოში თანდათან კვდება

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საექსპორტო ათეულში ლიდერის პოზიციებს არ თმობდა, თანდათან აზრს კარგავს. 2011-2012 წლებში ეს ბიზნესი ყველაზე მეტად დაწინაურდა და საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის მხრივ კავკასიის ერთგვარი ცენტრიც კი გახდა: ქართველ ავტოდილერებს დასავლეთიდან შემოჰყავდათ ავტომობილები და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წარმატებით ჰყიდდნენ. მარტო 2011 წელს საქართველოდან სხვა ქვეყნებში გაყვანილი მსუბუქი ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 450 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტისთვისაც კარგი შემოსავალი იყო. ავტოდილერები ერთგვარი ნოსტალგიით იგონებენ იმ წლებს და აღიარებენ, რომ მათი ბიზნესი უკვე ჩაძირვის პირასაა.

ლევან ა.-ძე წლების განმავლობაში ავტომობილების ექსპორტით იყო დაკავებული, ახლა კი, ამბობს, რომ ამ საქმიანობამ აზრი დაკარგა: "ავტომობილები ძირითადად ამერიკიდან ჩამომყავდა. ამჟამად 11 ავტომობილი მაქვს გასაყიდი და არ ვიცი რა მოვუხერხო. შეიძლება ითქვას, რომ ჩავიძირე: ამ მანქანების გამო ვალში ჩავვარდი და სახლ-კარი დავკარგე. მანქანები რუსთავის ავტობაზრობაზე მიყენია. კვირაში ერთ მანქანაზე სულ ცოტა, 40-45 ლარი მაქვს გადასახდელი, როცა რამდენიმე მანქანა გიყენია, ხარჯიც უფრო მეტია. ასე დამიგროვდა 18 ათასი ლარის დავალიანება. მანქანის ტრანსპორტირება იმდენად ძვირი მიჯდება, რომ ძველი მანქანის ჩამოყვანას უკვე აზრი არა აქვს, ახალს კი, ერთეულები ყიდულობენ. ჩვენი მთავარი კლიენტები აზერბაიჯანელები და სომხები იყვნენ, რომლებიც ახლა მანქანებს რუსეთში ყიდულობენ, რადგან რუბლის გაუფასურების გამო იქ ფასები ძალიან დაეცა. ავტობაზრობაზე კლიენტი აღარ შემოდის და მგონი, ეს საქმე უკვე მოკვდა. ჯერჯერობით ასეა და ხვალ რა იქნება, არ ვიცით".

"დღეს ჩვენს ბიზნესში ყოფნა გაკოტრებას ნიშნავს! უმეტესობას სესხი გვაქვს აღებული და როდესაც მანქანა ბაზრობაზე თვეობით გვიყენია, გადასახადი კიდევ უფრო გვეზრდება და ვალი ვალს ემატება", - აცხადებენ ავტოდილერები განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია