დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის

დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის

ონლაინ პორტალზე thetoptens.com, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა თემების ირგვლივ შექმნან რეიტინგები, გამოქვეყნებულია ყველა დროის ტოპ-10 სამხედრო გენერლის სია. "ათეული" მომხმარებლების ხმებით და კომენტარებით დგინდება. "ტოპ ათეულში" ალექსანდრე მაკედონელი ლიდერობს, ხოლო მესამე ადგილს საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი იკავებს.

საიტის მომხმარებლები კომენტარებშიც აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. დავით აღმაშენებლის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ ის დიდებული სტრატეგი და სამხედრო აზროვნების იშვიათი ნიმუში გახლდათ. მაგალითად "დიდგორის ბრძოლა" მოჰყავთ და მას "სასწაულებრივ ისტორიას" უწოდებენ. სრული ათეული ასე გამოიყურება:

1. ალექსანდრე მაკედონელი (მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323)

2. ტრან ჰუნგ დაო (ვიეტნამელი გენერალი; 1228-1300)

3. დავით IV აღმაშენებელი (საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში)

4. ნაპოლეონ ბონაპარტი ( საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, 1769-1821)

5. ჰანიბალ ბარკა (კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, ძვ.წ. 247 -ძვ.წ. 183)

6. იულიუს კეისარი (ძველი რომის უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი ძვ. წ. 100- ძვ. წ. 44)

7. ჩინგიზ ყაენი (მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი, 1162-1227)

8. ვო ნგუენ ზიაპ (ლეგენდარული ვიეტნამელი გენერალი, "წითელ ნაპოლეონად" აღიარებული გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 2013 წელს)

9. ხალიდ იბნ ალ ვალიდი (მუსლიმი არაბი მეომარი და გენერალი VII საუკუნეში ისლამური დამპყრობლური ომების დროს)

10. ნგუენ ჰიუე (გლეხთა ომის ერთ-ერთი ბელადი ვიეტნამში 1752-1792 წწ)

მომზადებულია thetoptens.com-ს მიხედვით

Georgian king Davit the Builder among Top Three Military Generals of All Time