კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:14 / 22-01-2016
74 წლის აჭარელი მოხუცის ცხოვრება სახლში "ამოსულ" პალმასთან ერთად
74 წლის ანეტა სურმანიძე ბათუმთან ახლოს ე. წ "ოცნების ქალაქში" ცხოვრობს. ზვავსაშიშროების გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვერნები ოთხი წლის წინ დატოვა და რამდენიმე ასეულ ეკომიგრანტ ოჯახთან ერთად ამ ტერიტორიაზე დასახლდა. საცხოვრებელი მიწების განაწილების დროს, ანეტა სურმანიძეს ადგილი პალმის ხესთან შეხვდა. მან სწორედ აქ ააგო პატარა ფიცრული. მოგვიანებით, "ოცნების ქალაქელებმა" ფიცრულების გაფართოვება დაიწყეს და ანეტა ბებოს შვილიშვილებს მშენებლობის დასაწყებად პალმის შემოღობვა მოუხდათ. მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცმა პალმის მოჭრაზე უარი თქვა და სახლის აშენება ხის გარშემო გადაწყდა.

"შვილებმა და შვილიშვილებმა რომ გაიხარონ, ხემაც უნდა იხაროს. ამიტომ არ მოვჭრი და არ დავაზიანებ. ხელისუფლება ამ ფართს რომ დამიკანონებს, პალმას ფრთხილად ამოვიღებ, უფრო ლამაზ ადგილზე გადავრგავ და მოვუვლი. მე და პალმა ვმეგობრობთ, ვმეზობლობთ, ერთად ვიძინებთ და ვიღვიძებთ. თვალს რომ ვახელ, პირველად პალმას ვხედავ. თუკი რამდენიმე დღე არ გაწვიმდება, წყალს ვუსხამ. ფესვებთანაც ფრთხილად ამოვაშენე ქვა, რომ ძირი არ დაზიანებულიყო. წვიმის დროს პალმის გარშემო სახლშიც წვიმს, მაგრამ ეს არ გვიქმნის პრობლემას ერთად თანაცხოვრებისას", - ამბობს ანეტა ბებო.

You must have Flash Player installed in order to see this player.
მოხუცს 12 შვილი ჰყავს. წლების წინ 10-შვილიან ქვრივ კაცს გაყვა ცოლად. მასთან ორი შვილი შეეძინა და ამგვარად, 12 შვილის დედაა, თუმვა ახლა მასთან მხოლოდ შვილიშვილები ცხოვრობენ: "ყველა გათხოვდა, დაქორწინდა, დალაგდა. მთელ საქართველოში მიმობნეული არიან ჩემი შვილები. ახლა შვილიშვილებს ვეხმარები ფეხის ადგმაში. ჩემი მშობლიური აჭარის დატოვება არ მინდა და ამიტომაც ჩავსახლდი აქ", - ამბობს ანეტა სურმანიძე.

ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE

12:28 / 23-01-2016
აი ქართველი ქალი, ადამიანი.
ttt
10:20 / 23-01-2016
,, ადამიანები წავლენ უცხოეთში, თავიანთ ოჯახს კი აქ ფულს გადმოურიცხავენ. მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მომვლელებად იმუშაონ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ.

ყველა მათგანი სამშობლოში რომ დაბრუნდეს, სახლები აიშენოს და საბანკო ანგარიშები გახსნას, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. 80 წელი რომ შეუსრულდებათ, ანდერძს ტოვებენ, საქართველოში დამასაფლავეთო… საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ბევრჯერ მინახავს, ქართველი ემიგრანტები “სუხიშვილების” კონცერტებზე ტირიან. რა გატირებს, ოჯახაშენებულო, ჩამოდი და ან ბიზნესი დაიწყე, ან განათლებას მიხედე, რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გააკეთე. ვიზალიბერალიზაცია, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს”, – აცხადებს თემურ ჭყონია." ------ ----- --

არადა სიმართლეს ამბობს.......
mimino
მსგავსი სიახლეები
სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის
+PHOTO თვითნებური დასახლება "ოცნების ქალაქი" 2 400-მდე უკანონო ნაგებობას ითვლის
"მუსლიმების 600-კაციან ქორწილში ვიყავი, სადაც პატრიარქის სადღეგრძელო დალიეს, "ჩვენი პატრონიაო"
მინდა მთიანი აჭარის შესახებ მოგითხროთ, საიდანაც ახლახანს დავბრუნდი...
AMBEBI.GE აჭარიდან| "ყოველ დღე ჩხუბობენ. მუშტი-კრივია. დათვრებიან და არაფერი ახსოვთ..."
ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები
ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში მსხვერპლით დასრულდა
მაისის თვეში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რამდენიმე საინფორმაციო ტურს გაუწევს ორგანიზებას
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:09 / 31-05-2016  Image შორენა ბეგაშვილი თურქეთის კლინიკიდან ევას ვიდეოს აქვეყნებს
+VIDEO ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა
16:41 / 31-05-2016  Image სიღნაღის თეატრის რეჟისორის პირველი კომენტარი დასის წევრების კანადაში არალეგალად დარჩენასთან დაკავშირებით
ვაშაკიძე მათ "სუსტ პიროვნებებს" უწოდებს
15:47 / 31-05-2016  Image არქი ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს
დეველოპერული კომპანია არქი ჯგუფი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებული კვირეულით აღნიშნავს
20:34 / 31-05-2016  Image "მივხვდი, კარიერის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა" - მზეო სამუკაშვილის ცხოვრების მძიმე პერიოდი
"სამი წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში რომ გადავიდა"
17:59 / 31-05-2016  Image ზესტაფონის და ტყიბულის პოლიციის უფროსებმა ერთმანეთი ხელკეტებით სცემეს - რას ამბობს შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე
ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49