ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5200 ლარია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5200 ლარია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5200 ლარია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები სწრაფად იცვლება.

ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.495 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.415 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4930 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4170 ლარად.

"ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5200 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4150 ლარს მიიღებს.

რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.5140 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4660 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარია. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია