კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:31 / 23-01-2016
ვინ იყო ახალდაოჯახებული წყვილი, რომლებიც თბილისში გაზის გაჟონვას ემსხვერპლნენ
21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლებმა მას შემდეგ, რაც მათთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

დაღუპული შორენა აბულაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე სამძიმრის ტექსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ: "შორენა აბულაძე 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. 2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.

იუსტიციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს" - წერია განცხადებაში.

27 წლის შორენა აბულაძე და 32 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ. გარდაცვლილის მეგობარი ფეისბუქის გვერდზე წერს: "ვერაფრით ვერ ვიჯერებ და ვერ ვინელებ, დღე და ღამე ვფიქრობ და ვერ ვხვდები ესეთი უსამართლობა რატო უნდა ხდებოდეს, ადამიანებს რომლებსაც ესე უყვარდათ ერთმანეთი სულ თვალებში შესციცინებდნენ, ესე ნაადრევად და ესე საცოდავად რატო უნდა დაესრულებინათ ცხოვრება..."
16:48 / 26-01-2016
giu giu
0
ისტერიკაცჰი ვარ..გული გამისკდა ასეტი უბედურება როგორ უნდა გადატანონ მცჰობლებმა და ახლობლებმა...ტანაუგრსნობ მატ ოდსახებს ამ უდიდეს ტრაგედიას
14:14 / 24-01-2016
irma
0
ნათელში ამყოფოს უფალმა სამი სიცოცხლე მათ შორის პატარა ანგელოზის სული ერთი თვის მერე უნდა მოვლინებოდა ქვეყანას.
მსგავსი სიახლეები
მახსოვს ქალი, რომელიც 17 წელი უშვილობის შემდეგ, 46 წლის ასაკში დაორსულდა - ეს ჩვენთვისაც საოცრება იყო...
ყველაზე დიდ სიამოვნებას წყვილები ტესტოსტრონის პიკოვანი მაჩვენებლის დროს იღებენ
"გვერდში დამიდგნენ, რომ ასეთი ლამაზი წუთები მეჩუქებინა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის"
ამ წყვილმა შუაგულ კარიბის ზღვაში იქორწინა - მათი ფოტოები აღგაფრთოვანებთ!
ეს იაპონელი წყვილი "ინსტაგრამის" ახალი ვარსკვლავია
+PHOTO ზოგიერთი ადამიანი სიყვარულის დღეს წყვილის გარეშეც ახერხებს, "თავი გაირთოს"
რამდენიმე წელია ჩვენში 14 თებერვალს ვალენტინობას (შეყვარებულების დღეს) აღნიშნავენ
სარეკლამო სააგენტოში მოსაწყენი სამსახური მიატოვეს, რომ ერთი წლით მსოფლიოს გარშემო ემოგზაურათ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:01 / 19-09-2017  Image გლდანის ერთ-ერთ კორპუსში და-ძმის ცხედრები იპოვნეს
და-ძმის გარდაცვალიების მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვა იყოს
17:21 / 19-09-2017  Image "ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი..." - სტეფანეს "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენამ ნიკა გვარამია გააღიზიანა
"ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვსო"
21:09 / 19-09-2017  Image რომელია სახის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი - რა შედეგი აჩვენა ექსპერიმენტმა
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 წლის ზემოთ 32 ქალმა და ამდენივე მამაკაცმა
11:01 / 18-09-2017  Image 10 რამ, რაც KFC-ის შესახებ უნდა იცოდეთ
კენტუკის შემწვარი ქათმის შესახებ თუ გსმენიათ რამე?
14:42 / 19-09-2017  Image "ჭრელაშვილები ვართ და გვინდოდა, ჭრელები ვყოფილიყავით" - ქართველი დედის და ტყუპების სამოსმა ბაღის პირველ დღეს ყველას ყურადღება მიიქცია
"11 წელი არ გვყავდა შვილი და სასწაულით მოევლინა ეს ტყუპი..."
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49