ვინ იყო ახალდაოჯახებული წყვილი, რომლებიც თბილისში გაზის გაჟონვას ემსხვერპლნენ

ვინ იყო ახალდაოჯახებული წყვილი, რომლებიც თბილისში გაზის გაჟონვას ემსხვერპლნენ

21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლებმა მას შემდეგ, რაც მათთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

დაღუპული შორენა აბულაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე სამძიმრის ტექსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ: "შორენა აბულაძე 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. 2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.

იუსტიციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს" - წერია განცხადებაში.

27 წლის შორენა აბულაძე და 32 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ. გარდაცვლილის მეგობარი ფეისბუქის გვერდზე წერს: "ვერაფრით ვერ ვიჯერებ და ვერ ვინელებ, დღე და ღამე ვფიქრობ და ვერ ვხვდები ესეთი უსამართლობა რატო უნდა ხდებოდეს, ადამიანებს რომლებსაც ესე უყვარდათ ერთმანეთი სულ თვალებში შესციცინებდნენ, ესე ნაადრევად და ესე საცოდავად რატო უნდა დაესრულებინათ ცხოვრება..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია