კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:43 / 24-01-2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაცია "ბიზნეს კურიერში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა - "ბიზნეს კურიერის" ერთ-ერთი სიუჟეტი დაეთმო შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიერ მიღებული გაზის აღრიცხვის, ტექნიკური დანაკარგების და ფინანსური მაჩვენებლების საკითხს.

"სიუჟეტში გაჟღერებული თემატიკის ანალიზის შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი მომზადებულია არაკომპეტენტური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და წარმოადგენს დაკვეთილ, მიზანმიმართული ცილისწამების შედეგად შეთითხნილ ბრალდებას.

საკითხის უფრო ღრმად გარკვევის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის აღკვეთის მიზნით, ვალდებულად ვთვლით სიუჟეტში გასულ ბრალდებებს გავცეთ კომპეტენტური და რეალობის ამსახველი პასუხი.

დღეის მდგომარეობით თბილისის გაზმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაგისტრალური მაღალი წნევის გაზსადენიდან, გაზის მიღების ოთხი ძირითადი წერტილის და მათთან არსებული სათავო გაზგამანაწილებელი სადგურების (გგს) მეშვეობით (ნავთლუღი, გლდანი, გაჩიანი და დიდი დიღომი), რის შემდეგაც გაზი ნაწილდება კომპანიის შიდა გგს-ბზე და გაზმარეგულირებელ პუნქტებზე.

გაზის მიღების ოთხივე წერტილში (სათავო სადგურებზე) დამონტაჟებულია გაზის აღრიცხვის კვანძები, რომლებიც დამოწმებულია საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სააგენტოს მიერ და დალუქულია საგადასახადო უწყების და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სპეციალური ლუქებით. სათავო მრიცხველები განთავსებულია სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე. აღრიცხვის კვანძების მეშვეობით აღირიცხება ქ. თბილისის მიერ მიღებული გაზის რაოდენობა, რის საფუძველზეც ყოველთვიურად ხორციელდება გაზის მომწოდებელთან შესაბამისი ანგარიშსწორება. ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მათ მიერ მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით (კერძოდ, მოსახლეობაში და კომუნალურ ობიქტებზე დამონტაჟებული თითოეული მრიცხველის მეშვეობით). გამომდინარე აქედან, სიუჟეტში მოხსენიებულ ე.წ. "საუბნო მრიცხველებს" არანაირი კავშირი არა აქვთ გაზის აღრიცხვის საკითხთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს ჩაკეტილ (დარგოლილ) სისტემას და მასში შემოსული გაზი მიეწოდება მხოლოდ საცალო მომხმარებლებს. გაზის ნაკადის მიმართვა აღნიშნული სისტემის გარეთ ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ის აუცილებლად აისახება საცალო მომხმარებლების მრიცხველებზე.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანია იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში, სწორად შერჩეული და დაგეგმილი მენეჯმენტის შედეგად დანაკარგები შემცირდა 33%-დან 10%-მდე, მაშინ როცა 2009 წელთან შედარებით 2015 წელს გაზის მიღება გაზრდილია 70%-ით.

დანაკარგების შემცირების დინამიკა- 2007წ - 37,3%, 2008წ - 32,7%, 2009წ - 27,8%, 2010წ - 21,2%, 2011წ - 17,8%, 2012წ - 14,9%, 2013წ - 14,2%, 2014წ - 10,37%, 2015წ - 10,3%.

რაც შეეხება ყოფილი გენერალური დირექტორის, სანჟარ შოკატაევის მიერ სიუჟეტში გაკეთებული განცხადება, თითქოს ყაზახური მენეჯმენტის დროს კომპანიას ქონდა მოგება, არ შეესაბამება სიმართლეს, რის დასტურადაც წარმოვადგენთ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "იუაი საქართველოს" (EY) რომელიც კომპანიის აუდიტს აკეთებს ყაზახური მენეჯმენტის პერიოდიდან) ჩატარებული აუდიტის დასკვნებიდან მოგება-ზარალის ციფრებს წლებად.

2006წ : - 25 721 206 ლარი, 2007წ: -57 795 240 ლარი, 2008წ: -70 390 468 ლარი, 2009წ: -59 855 483 ლარი, 2010წ: -27 777 050 ლარი, 2011წ: 8 075 967 ლარი, 2012წ: 3 144 937 ლარი, 2013წ: -5 861 352 ლარი, 2014წ: -14
You must have Flash Player installed in order to see this player.
068 838 ლარი

ყაზახური მენეჯმენტის მიერ კომპანიის მართვის არც ერთ წელს კომპანიას ფინანსური წელი მოგებით არ დაუსრულებია.

გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სპეცმმართველობის პერიოდში, კომპანიამ გარდა დანაკარგების მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, ყაზახური მენეჯმენტის მიერ დაგროვილი ვალებიდან დაფარა 109 მილიონი ლარი, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ვალის ნაწილი, ისე რომ მიმდინარე დავალიანება არ დაუგროვებია და არ აქვს ვადაგასული ამოსაღები დებიტორული დავალიანება.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, კონკრეტული საკითხების დაზუსტების მიზნით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის" ოფიციალურად წერილობით არ მოუმართავს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2""-ის გადაცემების "ბიზნესკურიერის" და "კურიერის" არცერთ ჟურნალისტს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ სიუჟეტი მომზადებულია ტენდენციურად. მასში ასახული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება არა კომპანიაში არსებული რეალური სიტუაციის გაშუქებას, არამედ მიმართულია კომპანიისა და მისი ყოფილი, თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის"".

ამასთან, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საკითხის კომპეტენტური შესწავლის გარეშე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის გაზმომარაგებასთან", -ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
10:21 / 25-01-2016
kaxi
0
არც ერთი წელი მოგებით თუ არ დაუმთავრებიათ მაშინ რატომ არ წავიდნენ აქედან? წაგებაზე მუშაობდნენ თურმე ,,საწყლები,, ეს ნაბოდვარი თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს მოუყვნენ. ტყავი გაააძვრეს ხალხს, ერთი-ერთზე ჰქონდათ მოგება, მილიონები იშოვეს და ახლა აქეთ გვამადლიან წაგებაზე ვმუშაობდითო. მაგ სიმართლით იარონ მაგენმა.
09:15 / 25-01-2016
ოდესაში გადახვეწილ დორბლიან ეფრეიტორზე მლოცველებს
0
კორპორაცია წუხს რუსთავი–2–ის უზნეობაზე – ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და არაკომპეტენტურობაზე. ამ დროს თქვენ რაღაც სისულელეზე ცდილობთ საკამათო თემის გადატანას. სად ერეკლე და სად თქვენი მფორთხავი ბელადი?
მსგავსი სიახლეები
"აღნიშნული ფაქტის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არასწორად იყო მიწოდებული"
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ხვალ 1500-მდე აბონენტს
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49