კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:32 / 24-01-2016
ბოლო მონაცემები "ღორის გრიპის" შესახებ - როგორ უნდა ვიმოქმედოთ დაავადების შემთხვევაში
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ გვითხრა, - 2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის ბოლოსთვის, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და პოლიკლინიკური მიმართვიანობის სიხშირე ქვეყანაში საშუალოდ - 273-ია 100.000 მოსახლეზე, ანუ არ აღემატება ეპიდემიურ ზღურბლს (450-500 მიმართვა 100.000 მოსახლეზე).

- პარასკევს საღამოს გასული კვირის არასრული მონაცემები გამოქვეყნდა, სრული ინფორმაცია კი უკვე ორშაბათს იქნება. წინა კვირასთან შედარებით, ოდნავ მოიმატა - 100.000 მოსახლეზე, 248-დან 273 გახდა. ეს არ არის დრამატული მატება.
მიმართვიანობა გრძელდება და ცოტა მეტია თბილისსა და აჭარაში, ნაკლებია კახეთსა და სამცხე ჯავახეთში. ძირითადად ერთნაირი სიტუაციაა მთელ საქართველოში.

ვნახოთ, ეს პროცესი ალბათ, ერთი კვირა კიდევ გაგძელდება და შემდეგ მომდევნიო პერიოდის პროგნოზს ვიტყვით.

- გარდაცვლილი რამდენია?
- გარდაცვალების 4 შემთხვევა დაფიქსირებული, აქედან 3 გრიპის H1N1 ვირუსით და ერთი გრიპის H3N2 ვირუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არის გრიპი. ამას არაფერი უნდა გარდა იმისა, რომ ექიმთან მივიდეთ და მერე ექიმის დანიშნულება შევასრულოთ.

- ე.ი. ეპიდემიური ზღვარი არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაფიქსირებულა.

- არა, რადგანაც ეპიდემიური ზღვარი არის 500 შემთხვევა 100.000 მოსახლეზე. ახლა, როგორც გითხარით, გვაქვს 273.
ადამიანისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს H1 დაემართება თუ H3. გრიპი გრიპია და ექიმს უნდა მიმართოს, მისი დანიშნულება შესრულოს. განსაკუთრებით ეს ეხება რისკ ჯგუფებს: ორსულებს, ქრონიკული დაავადებების მქონეებს.

მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა:

მოერიდეთ მასობრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნას! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;

მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა
- სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილგამაყუჩებლები და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო
16:39 / 25-01-2016
რეანიმაციებში ადგილი ვერგამოვნახე ბათუმში იქნებ მიაQციოთ ყურადღება და მიიღოთ შესაბამისი ზომები.ყველას არააქვს იმის საშუალება რომ პაციენტს მიხედოს სხვა მხარეში
gio
13:54 / 25-01-2016
ექიმები უვიცებია ეგ ფაქტია! მაგრამ ხომ შეიძლება ყოველ შაბათ კვირას სკოლებში და საბ .ბაღებში დეზინფექცია...არაფერს არ აკეთებენ/მარტო მოგვიწოდებენ სისულელეებს! ამათი იმედით ჩEმი მტერი იყოს!
nona
მსგავსი სიახლეები
სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის
ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 267 შემთხვევა
+VIDEO საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია
სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია ე.წ. ღორის გრიპის 186 შემთხვევა
ქვეყანაში დომინირებს A ტიპის H1N1 ვირუსი
ვირუსებით შეშინებული მშობლები შვილების საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიყვანას უფრთხიან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:31 / 28-07-2016  Image რა გადაწყვეტილება მიიღო დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილთან დაკავშირებით მოსამართლემ
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო
15:02 / 28-07-2016  Image ოლიმპიადის სექსსიმბოლო, რომელმაც ინტერნეტი "გადაწვა"
2016 წლის რიოს ოლიმპიადის ოფიციალური ვარსკვლავი უკვე გამოვლენილია
10:48 / 28-07-2016  Image სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა
„სულგუნი“გეოგრაფიულ აღნიშვნად საქართველოში საქპატენტის მიერ 2012 წელს დარეგისტრირდა
14:55 / 28-07-2016  Image სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ემოციური ისტორია ფეისბუქიდან: "ორივე გზაზე, ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა..."
"თამაზისნაირი უჯიპო, ტელევიზიით გაუშუქებელი ადამიანის მხრებზე დგას კაიკაცობა"
11:37 / 28-07-2016  Image ინგა გრიგოლია შვებულებას შეყვარებულთან ერთად გაატარებს - "არ მინდა დავბერდე"
"დასვენება ძალიან მჭირდება. წინ არჩევნებია"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49