ბოლო მონაცემები "ღორის გრიპის" შესახებ - როგორ უნდა ვიმოქმედოთ დაავადების შემთხვევაში

ბოლო მონაცემები "ღორის გრიპის" შესახებ - როგორ უნდა ვიმოქმედოთ დაავადების შემთხვევაში

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ გვითხრა, - 2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის ბოლოსთვის, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და პოლიკლინიკური მიმართვიანობის სიხშირე ქვეყანაში საშუალოდ - 273-ია 100.000 მოსახლეზე, ანუ არ აღემატება ეპიდემიურ ზღურბლს (450-500 მიმართვა 100.000 მოსახლეზე).

- პარასკევს საღამოს გასული კვირის არასრული მონაცემები გამოქვეყნდა, სრული ინფორმაცია კი უკვე ორშაბათს იქნება. წინა კვირასთან შედარებით, ოდნავ მოიმატა - 100.000 მოსახლეზე, 248-დან 273 გახდა. ეს არ არის დრამატული მატება.

მიმართვიანობა გრძელდება და ცოტა მეტია თბილისსა და აჭარაში, ნაკლებია კახეთსა და სამცხე ჯავახეთში. ძირითადად ერთნაირი სიტუაციაა მთელ საქართველოში.

ვნახოთ, ეს პროცესი ალბათ, ერთი კვირა კიდევ გაგძელდება და შემდეგ მომდევნიო პერიოდის პროგნოზს ვიტყვით.

- გარდაცვლილი რამდენია?

- გარდაცვალების 4 შემთხვევა დაფიქსირებული, აქედან 3 გრიპის H1N1 ვირუსით და ერთი გრიპის H3N2 ვირუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არის გრიპი. ამას არაფერი უნდა გარდა იმისა, რომ ექიმთან მივიდეთ და მერე ექიმის დანიშნულება შევასრულოთ.

- ე.ი. ეპიდემიური ზღვარი არ დაფიქსირებულა.

- არა, რადგანაც ეპიდემიური ზღვარი არის 500 შემთხვევა 100.000 მოსახლეზე. ახლა, როგორც გითხარით, გვაქვს 273.

ადამიანისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს H1 დაემართება თუ H3. გრიპი გრიპია და ექიმს უნდა მიმართოს, მისი დანიშნულება შესრულოს. განსაკუთრებით ეს ეხება რისკ ჯგუფებს: ორსულებს, ქრონიკული დაავადებების მქონეებს.

მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა:

მოერიდეთ მასობრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნას! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;

მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა - სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილგამაყუჩებლები და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია