"მე და მაიას ლელა ძალიან გვიყვარს, მაგრამ გუკას მეუღლე არის ნუცა" - ვახტანგ რჩეულიშვილი

"მე და მაიას ლელა ძალიან გვიყვარს, მაგრამ გუკას მეუღლე არის ნუცა" - ვახტანგ რჩეულიშვილი

გიგი უგულავას და ლელა კილაძის დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კვლავ გააქტიურდა ჭორი, რომ ქალაქის ყოფილი მერის ყოფილი მეუღლე პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გუკას მამა, ვახტანგ რჩეულიშვილი ადასტურებს, რომ მისი ვაჟისა და ნუცა კუხიანიძის ოჯახში პრობლემებია, თუმცა ლელა კილაძესთან გუკა რჩეულიშვილის რომანზე ამბობს:

"ჩემამდეც მოვიდა ეს ხმები. მე გუკას პირად ცხოვრებაში შეგნებულად არ ვერევი. გუკა ზრდასრული კაცია და თავისი საქმის თვითონ იცის. მე გეტყვით იმას, რომ შვილივით მიყვარს ნუცა და ძალიან ვაფასებ მას.

- ლელა კილაძეს იცნობთ?

- კი, ჩემი მეგობრის შვილია და კარგის მეტი მასზე არაფერი მეთქმის. შალვა კილაძე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. რომ ვთქვა, ლელა ჩემს თვალწინ გაიზარდა-მეთქი, მოვიტყუები. 24 საათი შალვასთან არ ვიყავი, მაგრამ ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ლელასაც კარგად ვიცნობ. მე და მაიას ლელა ძალიან გვიყვარს, მაგრამ გუკას მეუღლე არის ნუცა. არ დავმალავ და გეტყვით, რომ გუკას და ნუცას ოჯახში პრობლემებია. მე არ ვიცი ოჯახი, რომელსაც პრობლემები არ ჰქონდეს. გუკა თბილისშია, ნუცა - ამერიკაში, სადაც მას წელიწადში რამდენჯერმე უწევს ჩასვლა.

- იმასაც ამბობენ, რომ გუკა და ლელა კილაძე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლადო.

- არა, ეს ჭორია. გუკა ვერაზე ცხოვრობს თავის სახლში, რა ხდება მათ შორის, არ ვიცი, არც გუკა საუბრობს ამაზე და არც მე არაფერს ვიკვლევ. ვერ დავიწყებ წინასწარმეტყველებას, რა როგორ იქნება, ის ვიცი, რომ ნუცა ჩემი შვილია და ასე იქნება სულ.

თამუნა ნიჟარაძე

ჟურნალი "თბილისელები"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია