"დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააზარალებს" - კახა ცხადაძე ლევან კობიაშვილს პასუხობს

"დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააზარალებს" - კახა ცხადაძე ლევან კობიაშვილს პასუხობს

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება. ცხადაძის თქმით, გადადგომას არ აპირებს და აღმასკომის გადაწყვეტილებას ელოდება.

"ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია. შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს. ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს. ჩემი კონტრაქტი, რომელსაც ხელი მოვაწერე, გათვლილია დოლარში ან დოლარის ექვივალენტ ლარში. ჩემი ხელფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელის ანაზღაურებისგან წელიწადში 600-700 ათასი დოლარით ნაკლებია. მე დავთანხმდი მის კიდევ 25%-ის მოკლებას, ანუ თანახმა ვიყავი 30 000 დოლარზე.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მესამე ადგილი წილისყრამდე ვახსენე... შედეგების ნახვის შემდეგ კი ვთქვი, არათუ მესამე ადგილი, პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლის პოტენციალი და რესურსი გვაქვს-მეთქი. დღეს ამ თემის ჩემს კონტრაქტთან იურიდიულად მიბმას და აქცენტის ამაზე გაკეთებას ცდილობენ. ღიმილის მომგვრელია, თითქოს მე ნაკრების ფეხბურთელებს მხარდაჭერას ვთხოვ. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მათ გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ასეთი მოტივირებული, ანთებული, ერთიანი გუნდი საქართველოს ნაკრებს არასდროს ჰყოლია".

ცხადაძემ ნაკრების წევრების მისამართითაც გააკეთა განცხადება და მათ მოუწოდა, არ ჩაერიონ ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების მწვრთნელს შორის დაპირისპირებაში: "ბიჭებო, თქვენ არ ხართ არც ცხადაძის, არც კობიაშვილის, თქვენ ხართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. თქვენი ვალდებულებაა, რომ ნაკრების თამაშებზე მაქსიმუმი გაიღოთ. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, მოგიწოდებთ, არ ჩაერიოთ ამ საქმეში. მსურს წარმატებები გისურვოთ ჩემთან და უჩემოდაც, იფიქრეთ მხოლოდ თქვენს ქვეყანაზე", - თქვა ცხადაძემ.

წაიკითხეთ დაწვრილებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია