კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:11 / 27-01-2016
როგორ უნდა მოვიქცეთ ავიაბარგის დაკარგვისას და რა უჯდებათ ავიაკომპანიებს ზარალის ანაზღაურება - საჭირო ინფორმაცია მგზავრებისთვის
თვითმფრინავით მგზავრობა, თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველწლიურად პლანეტის მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტით ასობით მილიონი ადამიანი სარგებლობს.

საავიაციო ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობას და მგზავრების კომფორტს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მათგანის "მწყობრიდან გამოსვლას" შეუძლია თქვენი მოგზაურობა  ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციოს. ყველაზე გავრცელებული მოვლენა ბარგის დაკარგვაა. სტატისტიკურად, ყოველწლიურად ავიაკომპანიები მსოფლიოს მასშტაბით 22-24 მილიონ ერთეულ ბარგს კარგავენ. მათგან 800-850 ათასი ჩანთა და ჩემოდანი სამუდამოდ ქრება. ევროკავშირის კანონმდებლობით, ბარგის ერთ ერთეულზე გადახდილი კომპენსაციის მაქსიმალური თანხა 1134 ევროთი განისაზღვრება. 2014 წელს დაკარგული ბარგის კომპენსაციების სახით ავიაკომპანიებმა თითქმის 1 მილიარდამდე დოლარი გაიღეს. ფინანსურ ზარალთან ერთად, ბარგის დაკარგვა უარყოფითად ავიაკომპანიის იმიჯზეც აისახება.

ყველაზე ხშირად ბარგი ტრანზიტული ავიარეისებისას იკარგება. აეროპორტის პერსონალმა თქვენი ჩემოდანი შეცდომით შეიძლება სულ სხვა თვითმფრინავში გაამწესოს. ან სულაც მისი ლაინერზე დატვირთვა დაავიწყდეს. მგზავრების უწყვეტი ნაკადი და ადამიანური ფაქტორი თავის "შავ საქმეს" აკეთებს. ბარგს ადამიანები ემსახურებიან, ადამიანს კი შეცდომები ახასიათებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბარგის დაკარგვა მგზავრისთვის არასასიამოვნო მოვლენაა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აეროპორტში დაშვების შემდეგ, კუთვნილი ბარგი არ დაგვხვდა?

უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ აეროპორტში არსებულ დაკარგული ნივთების მოძიების ოფისს, ე.წ Lost&Found-ს. შემდეგი ნაბიჯი სპეციალური ანკეტის შევსებაა. აქ თქვენ მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღწეროთ დაკარგული ჩანთის ან ჩემოდნის ფერი, ზომა, ფორმა, მისი მარკა და მწარმოებელი (თუ გახსოვთ, რა თქმა უნდა), მასალა, რომლისგანაც ის არის დამზადებული. შეეცადეთ, აღწერაში შეიტანოთ ინფორმაცია თქვენს დაკარგულ ბარგზე ბორბლების და სახელურების განლაგების და რაოდენობის შესახებ. ყველა ეს ნიუანსი ავიაკომპანიას თქვენი ბარგის მოძიებაში დაეხმარება.

ასევე მიუთითეთ საპასპორტო მონაცემები, ინფორმაცია თქვენი ავიარეისის შესახებ და საჭდის (ე.წ "ბირკის") ნომერი. ამ პატარა ქაღალდს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ავიარეისზე მგზავრის და ბარგის რეგისტრაციისას ერთი საჭდე მგზავრს ეძლევა. ანალოგიური შინაარსის (ინფორმაცია ბარგის მფლობელზე და რეისი, რომლითაც ის მიემგზავრება) მეორე საჭდეს კი ბარგზე აწებებენ.

არავითარ შემთხვევაში Lost&Found-ის თანამშრომელს არ მისცეთ თქვენს ხელთ არსებული დაკარგული ბარგის ორიგინალი საჭდე. თქვენ ის შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ.

ბარგის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ჩანთაზე ან ჩემოდანზე დაკრული საჭდის აძრობაა. წარმოიდგინეთ თავი აეროპორტის თანამშრომლის ადგილზე, რომლის ხელშიც ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე დარჩენილი ჩანთა ხვდება. ასეთი ბარგი ავტომატურად Lost&Found-ის ოფისში იგზავნება. ბევრი ავიაკომპანია დაკარგული ბარგის მოძიებისთვის მსოფლიო სისტემა World Tracer-ს იყენებს.

თქვენი ჩანთის უგზოუკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, ავიაკომპანია ვალდებულია ზარალი აგინაზღაუროთ. სქემა მარტივია - 20 დოლარი ბარგის ერთ კილოგრამში, განურჩევლად თქვენს ჩანთაში არსებული ნივთების ჯამური ღირებულებისა. თუ თანხა არ გაკმაყოფილებთ, კანონი გაძლევთ უფლებას, მიმართო სასამართლოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩანთაში ძვირადღირებული ნივთების არსებობის დადასტურება დაგჭირდებათ.

ხშირად კომპენსაციის ვადა და მოცულობა ავიაკომპანიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამერიკული Delta Air Lines-ი საკუთარ მგზავრებს პირველ დღეს 50 დოლარს უხდის. თუ ბარგი პირველ კვირაში არ მოინახა, ავიაკომპანია დამატებითად 150 დოლარს იხდის.

დაკარგულ ბარგს 21 დღე ეძებენ. ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენი ჩანთა სამუდამოდ დაკარგულად ითვლება და დგება დრო, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ავიაკომპანიას ფულადი კომპენსაციის შესახებ შეახსენოთ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მგზავრს დაზიანებული ან გაძარცვული ჩანთა უბრუნდება. ამ შემთხვევაშიც ბრალი ავიაკომპანიას ეკისრება. მგზავრმა ავიაკომპანიის ოფისს უნდა მიმართოს და დაკარგული ან მოპარული ნივთების ჩამონათვალს მათი ღირებულება უნდა დაურთოს. დაზიანებული, გაჭრილი ან გახეული ბარგი იდეალური ნივთმტკიცება იქნება. სპეციალური აქტის გაფორმების შემდეგ ავიაკომპანია კომპენსაციის ღირებულებას დაიანგარიშებს.

რამდენიმე რჩევა, რომ ბარგის დაკარგვით გამოწვეული უსიამოვნება თავიდან აიცილოთ:

- შეარჩიეთ მარშრუტი გადაჯდომის მინიმალური რაოდენობით;
- გააკონტროლეთ საჭდის დაწებება თქვენს ბარგზე;
- მოერიდეთ ბარგში ძვირადღირებული ნივთების და ძვირფასეულობის ჩალაგებას; შეძლებისდაგვარად ატარეთ ისინი ხელბარგით;
- დააზღვიეთ ბარგი;
- აუცილებლად აახიეთ თქვენი ბარგიდან წინა ავიარეისებიდან დარჩენილი ძველი საჭდეები;
- შეფუთეთ ბარგი პოლიეთილენის პარკით. ეს გარკვეულწილად შეამცირებს თქვენი ჩანთის გახსნის ალბათობას.

ნუკრი მგელაძე
AMBEBI.GE
16:04 / 06-02-2016
alex22
0
მაგის მეტს არაფერს ვაკეთებთ მთელი დღე თბილისის აეროპორტში, ამიტომ ყველას მოგცემთ რჩევას რომ ზუსტად აღწეროთ თქვენი ჩანთა. ხშირად ისეთი ჩანთები ჩამოდის რომ არც ფერი ემთხვევა და არც ფორმა. და მითუმეტეს თუ საჭდე მომძვრალი აქვს სისტემა ვეღარ ახდენს ზუსტ დამთხვევას. ასევე რეგისტრაციისას მოითხოვეთ პატარა საკიდები, და დაწერეთ თქვენი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ინგლისურ ენაზე. თუ კიდევ რაიმე დამახასიათებელ ნიშანს დაადებთ დარწმუნებული იყავით რომ არ დაიკარგება ჩანთა.
17:05 / 27-01-2016
123
0
ეგ უკვე სადაღვეო კომპანიის ბრალია და არა ავიაკომპანიის
მსგავსი სიახლეები
ნატოს წევრი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა
ეს პირველი ბავშვია, რომელიც ავიაკომპანია Cabu Pasicific-ის ბორტზე დაიბადა
ფრენა უმრავლესობისთვის არც ისე სასიამოვნო პროცესია
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
+VIDEO| გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49