კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:07 / 27-01-2016
საქართველოში პირველად ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება
საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლა იწყება. სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, AMBEBI.GE-ს ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა გააცნო. ტატიშვილი, რომელიც ადრე ტრანსგენდერ "მაცაცოდ" იყო ცნობილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".

"სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან
კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით", - განმარტა ლგბტ უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა. მან სარჩელი შეიტანა, როგორც ფიზიკურმა პირმა.

"მე მაქვს ჩემი ორგანიზაცია "სამოქალაქო მონიტორინგის და ასოციაციის ლგბტ უფლებათა დაცვის ცენტრი", თუმცა სარჩელი არ შედის ორგანიზაციის სახელით, ის შედის გიორგი ტატიშვილის სახელით, ვინაიდან მე აქტიური ლგბტ უფლებადამცველი ვარ და ადვოკატი", - განმარტავს იგი.
AMBEBI.GE-სთან საუბრისას, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს.

"მოლოდინი გვაქვს ძალიან დადებითი, რადგან აქ მოყვანილია როგორც გერმანიის კონსტიტუცია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და აქედან გამომდინარე, უდიდესი მოლოდინია, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის შედეგად, შესაძლებელი იქნება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა", - აცხადებს ტატიშვილი.

AMBEBI.GE საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ესაუბრა. უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ საკითხი რთულია და დისკუსიას საჭიროებს.

- ბატონო უჩა, რამდენად შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმოს ნორმა სამოქალაქო კოდექსში, სადაც წერია, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა?
-საბოლოო ჯამში, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. რამდენად დასაშვებად სცნობს სასამართლო, არ ვიცი. ამ სარჩელის საფუძველზე, ოჯახის განსაზღვრებაში ქალისა და ქალის, ასევე მამაკაცისა და მამაკაცის ერთობლიობა ოჯახის მცნებაში ვერ განისაზღვრება. როგორ განისაზღვრება, კონსტიტუცია ვერ შეიცვლება, ხომ?

- თუ სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმა გაუქმდება, დასაშვები გახდება ერთსქესიანთა ქორწინება?
- მთლად ასე არ არის, იმიტომ, რომ სერიოზული წინააღმდეგობები შეიძლება არსებობდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორისაც. ასე მარტივად არ არის - კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი არის მეუღლეების ერთობა. კონსტიტუციაში ქალი და მამაკაცი არ არის ნახსენები. მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია ნახსენები. რამდენად ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ კოდექსის ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ცოტა სადავო თემაა.

- თქვენი აზრით, ეწინააღმდეგება?
- ეს საკმაოდ რთული თემაა, ამას კარგად უნდა შესწავლა და ნახვა - მე ვერ ვიტყვი, რომ ეწინააღმდეგება. ისეთი თემაა, რომ ამაზე საჭიროა დისკუსია. ასე მარტივადაც არ არის, ერთი გადაწყვეტილებით შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება და ერთსქესიანთა ქორწინება გახდეს შესაძლებელი.

ხათუნა გაგნიძე
AMBEBI.GE

17:38 / 15-03-2016
53
0
gaushvit -ს, ჩემთვის საინტერესო იყო თქვენი კომენტარი და მადლობას მოგახსენებთ.
23:32 / 07-02-2016
Maka
0
ამას როგორც მოეპრიანება,ისე იცვლის სქესს და სახელს?!ხან "მაცაცოა" და ხან გიორგი?
...."ყოფილი ტრანსგენდერი"-ახლა ?!
..... მე მგონი ახლა უკვე ჩვენ ვართ დასაცავები-ტრადიციულად მოაზროვნე ხალხი..
მსგავსი სიახლეები
"ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები"
"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს"
"ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში. მაგრამ, ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა უკან"
სამეფო სანქციის მიღების შემდეგ კანონი 2014 წლიდან ძალაში შევა
როდესაც კანონმდებლებს შესწორებები შეჰქონდათ, ეგონათ, რომ მხოლოდ ფორმულირებას ცვლიდნენ
დიდ ბრიტანეთში სიტყვებმა "ქმარი" და "ცოლი" შესაძლოა ტრადიციული მნიშვნელობა დაკარგოს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:19 / 24-11-2017  Image რა მდომარეობაში არიან "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ხაძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ - უახლესი ცნობები ბათუმიდან
+VIDEO| "მის საქართველოს" ყველა კონკურსანტი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმრო "ლეო გრანდში" იმყოფებოდა
22:35 / 24-11-2017  Image არის თუ არა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი სუხო დუდაევი - ადვოკატის კომენტარი
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე
10:50 / 24-11-2017  Image „მონოლით ჯგუფის“ აქცია - ბინა თვეში 780 ლარიდან და საჩუქარი!
Monolith Residence Ortachala 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49