"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - დეკანოზის ბლიცინტერვიუ

"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - დეკანოზის ბლიცინტერვიუ

PALITRANEWS-ის ტრადიციული რუბრიკის "ბლიცინტერვიუს" შეკითხვებს ამჯერად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია პასუხობს.

- თავისუფლება ჩემთვის არის...

- ვინც თავს ფლობს, აკონტროლებს საკუთარ მოთხოვნილებებს და ცდილობს სწორი მიმართულებით ატაროს იგი, ასეთი ადამიანი არის თავისუფალი.

- განმარტოება მიყვარს, როცა...

- ვთვლი, რომ ყველა ადამიანი მარტოა, რაც არ უნდა ხალხმრავლობაში ვიყოთ და ბევრი მეგობარი გვყავდეს, არ ნიშნავს, რომ შენ ვიღაცის გვერდით ხარ. პირიქით, სხვასთან უფრო მარტო ხარ, ვიდრე საკუთარ თავთან, როცა საკუთარი თავის ფლობა შეგიძლია.

- ჩემთვის მარადიულია...

- წარმართი ფილოსოფოსი სენეკა ამბობს: "ბედისწერას მიჰყავს მორჩილები და მიათრევს ურჩევს". მართლმადიდებლობისთვის ბედისწერა არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავს ქმნის ან არ ქმნის. თუ ვინმეს სურს გახდეს მარადიული, ის უნდა გამოეკიდოს ღვთის მცნებებს და მათი დაცვის შემთხვევაში შეიძლება გახდეს მარადიული...

- სიმშვიდეს ვპოულობ...

- ვეძიე სიმშვიდე და ვპოვე იგი... კუთხეში, წიგნით ხელში

- მომენტი, რომელმაც შემცვალა....

- მახსენდება ერთი დეტალი: საკუთარ თავთან დავდე პირობა, რომ მე შევქმნიდი საკუთარ თავს. ამის უკან იდგა იმედგაცრუება, შეურაცხყოფა, დამცირება... შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთილება. და მახსენდება ალექსანდრე მაკედონელის სიტყვები: "ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენედ ყოფნას ვისურვებდიო". მე მთელი ცხოვრება მინდა ვთქვა: "მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი"... ნახეთ ბლიცინტერვიუ სრულად

ემოციური დამშვიდობება მაშველი ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომლის მეუღლე და შვილები ქვიშხეთთან ავარიის დროს დაიღუპნენ