კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:52 / 27-01-2016
მერაბ კოსტავას პატიმრობის გაუხმაურებელი დეტალები
საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას შესახებ ბევრი რამ დაწერილა და თქმულა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მან მთელი შეგნებული ცხოვრება, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად, დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. იგი მერაბს ბავშვობიდან აყალიბებდა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. 1946 წელს, მერაბ კოსტავა თბილისის ვაჟთა 1-ელ სკოლაში შეიყვანეს. თანატოლებს შორის გამორჩეული იყო. IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში ზვიად გამსახურდიას დაუმეგობრდა და ბავშვობიდან მათი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა გახდა. რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პირველი პატრიოტულ-არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა. 1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელების გამო, საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე და ანატოლი მიქაძე. მეათეკლასელი მერაბ კოსტავა, ექვსი თვის შემდეგ, ციხიდან როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. მას შემდეგ უსამართლოდ გადასახლებასა და პატიმრობაში ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა... ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ტაბაღუა მერაბ კოსტავას პირველად საქართველოს ციხეში შეხვდა.

ვლადიმერ ტაბაღუა:
- მერაბ კოსტავას პირადი საქმის გაცნობამ დამარწმუნა, რომ უმძიმესი პირობების მიუხედავად, იგი განსაცდელს არ შეუშინდა; პირიქით - უსამართლოდ თავს დატეხილ უბედურებას, წამებას, უდრეკად იტანდა. სამწუხაროა, რომ დღეს აღარ არსებობს მისი პირადი საქმე, რადგანაც ის სუკ-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში გაჩენილ ხანძარს შეეწირა, ისევე როგორც ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ბევრი დოკუმენტი. მახსოვს, როცა მისი საქმე ხელში ავიღე და მასალებს დეტალურად გავეცანი, გავოგნდი. ის ემოცია არასოდეს დამავიწყდება. ერთი სქელი ტომი იყო, მაგრამ მოცულობით იმაზე მეტი გახლდათ, ვიდრე 5 პატიმრის ერთად შეკრული საქმე. თითოეულ ფურცელს საგულდაგულოდ გავეცანი. საქმე რამდენიმეგვერდიანი სასამართლოს განაჩენით იწყებოდა, დანარჩენ ფურცლებზე მისთვის გამოცხადებული საყვედურები და საჩივრები იყო აღნუსხული; კარცერებსა და კამერული ტიპის დაწესებულებებში გადაყვანის ბრძანებებით იყო სავსე. ფაქტობრივად, მისი ტანჯვა-წამების დამადასტურებელი სრული მასალა ერთად იყო თავმოყრილი.
1978 წლის 29 მაისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ა. კობახიძის თავმჯდომარეობით, სახალხო მსაჯულების: ლ. გრიგოლიას, ე. ნარიმანიძის, პროკურორ გ. უგულავას და ადვოკატების: მ. ალხაზიშვილისა და ო. ნიკოლეიშვილის მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრალდების საქმე განიხილა. ისინი 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გაასამართლეს - ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის და 3-3 წელი მიესაჯათ. ამ სასჯელს დამატებითი სასჯელი - გადასახლება დაემატა. პატიმრობის შემდეგ მერაბ კოსტავა
ირკუტსკის ოლქში 2 წლით გადაასახლეს. ასეთი პიროვნებები უშიშროებას სპეციალურ აღრიცხვაზე ჰყავდა, რომ საზოგადოებისგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ...
გადასახლებაში, ქალაქ ირკუტსკში, სოფლის კლუბში გამართულ ღონისძიებაზე პროვოკაცია მოუწყვეს და ახალი ბრალდება - ხულიგნობა შეუთითხნეს. თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ
You must have Flash Player installed in order to see this player.
კოსტავამ ჩხუბი ატეხა, იმ დროს მილიციელმა მას წესრიგისკენ მოუწოდა, ის არ დაემორჩილა, მილიციელს მაისური შემოახია და ხელისკვრით ძირს დააგდო. ამ ბრალდებით, 1981 წლის 17 ნოემბერს, ირკუტსკის ოლქში იგი ისევ გაასამართლეს. გადასახლების წლები ახალ სასჯელს დაემატა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქალაქ ანგარსკში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. იქაც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, საზოგადოებასთან კონტაქტი რომ ვერ მოეხერხებინა. აკონტროლებდნენ, წერილები არ გაეგზავნა იმ ადამიანებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდნენ. იმ დროს, მერაბ კოსტავა მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდან ბერიძესთან, ფაქტობრივად, განქორწინებული იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისთვის ალიმენტი უნდა გადაეხადა. პატიმარს მუშაობა ევალებოდა. კანონით, ვისაც ალიმენტი ჰქონდა გადასახდელი, ისინი მაღალანაზღაურებად სამუშაოზე უნდა დაესაქმებინათ. როგორც წესი, სამუშაოდ პატიმრები კოლონიის გარეთ გაჰყავდათ, დისიდენტებს კი გარეთ არ უშვებდნენ. მერაბ კოსტავამ ბევრჯერ მოითხოვა დასაქმება, მაგრამ უშედეგოდ. ადმინისტრაცია მას ალტერნატივას სთავაზობდა - სამეურნეო საქმიანობა (კოლონიის დამლაგებლობა) შეესრულებინა. კანალიზაცია და კოლონიის მთელი ბარაკი დღეში სამჯერ უნდა დაესუფთავებინა. მან შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე კატეგორიული უარი თქვა. ამის გამო კარცერში მოათავსეს.

- ამას აპროტესტებდა?

- პირად საქმეში 1984 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული განცხადება იდო, კოლონიის უფროსის და ქალაქ ანგარსკის პროკურორის სახელზე დაწერილი: "დიდი ხანია, გთხოვეთ, მომაწყოთ სამუშაოზე საწარმოო ზონაში. თქვენ უგულებელყოფთ ჩემს მოთხოვნას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობთ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მაიძულოთ, ვიმუშაო სამეურნეო საქმიანობაში. ვაცხადებ შიმშილს. მანამდე ვიშიმშილებ, სანამ არ დააკმაყოფილებთ ჩემს მოთხოვნებს. გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ვიმუშაო და ალიმენტის გადახდა შევძლო!"
კოლონიაში მოშიმშილე მერაბ კოსტავას პროკურორი შეხვდა, მაგრამ სამუშაოზე მაინც არ მოაწყვეს. 5-წლიანი პატიმრობიდან უდიდესი ნაწილი, კარცერსა და საპყრობილის რეჟიმში გაატარა. ერთხელ იმის გამოც დასაჯეს, რომ კოლონიის მეორე ბარაკში მყოფი ქართველი პატიმარი მოინახულა. სამწუხაროდ, კარცერში უჰაერობასა და სინესტეში იმყოფებოდა და ტუბერკულოზით დაავადდა. უკანონო სასჯელების გამო დიდხანს შიმშილობდა. 18-დღიანმა მშრალმა შიმშილობამ ტუბერკულოზით დაავადებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა იმდენად შეარყია, რომ საკნიდან ცოცხალმკვდარი გამოიყვანეს. იმდენად ცუდად იყო, ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, საავადმყოფოში გადაეყვანა. რომ მომჯობინდა, ისევ უკან დააბრუნეს. იგივე წრე დატრიალდა, დაბრუნებულს ისევ კოლონიის დალაგება მოსთხოვეს, კვლავ უარი განაცხადა. ურჩობისთვის კიდევ კარცერში უკრეს თავი. შინაგანაწესის დარღვევისთვის იმდენი ბრძანება დაიწერა და იმდენჯერ დაედო სასჯელი, რომ 1985 წელს, ურჩობისთვის, კიდევ ერთხელ გაასამართლეს. არადა, გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა. ძველ წლებს კიდევ ერთხელ ახალი სასჯელი (3 წელი) დაემატა და ციხეში მოსახდელი ისევ 4 წელიწადზე მეტი გაუხდა. მოკლედ, კოლონიიდან კოლონიაში გადაჰყავდათ, სულ მოძრაობაში იყო.

- როდის შეიცვალა მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება
?  ... განაგრძეთ კითხვა
15:25 / 28-01-2016
გურამ დოჩანაშვილი ''გორგასლიანის'' ''საქმეზე არ დაუჭერიათ. მას გამოუჩნდნენ გავლენიანი ნათესავები
ნუგზარი
13:14 / 28-01-2016
ერთი, ის გამოიძიეთ და გამოაქვეყნეთ, ვისი და რა მიზეზით და დაკვეთით გარდაიცვალა ეს ადამიანი, მართლაც რომ საქართველოსთვის გულანთებული პატრიოტი!რა სჭირდა სასიკვდილო, მაშინ, როცა ათასჯერ რთული მდგომარეობით გადარჩენილა ბევრი. ზედაპირული ბოდვები მოსმენილი გვაქვს. კვალიფიციური კვლევა აინტერესებს საზოგადოებას!
////
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49