ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს

ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ მიწებზე გამგზავრების წესების უგულებელყოფის არაერთი ფაქტი გვახსენდება. ბოლო მაგალითი 2015 წლის ზაფხულში მოხდა, როცა აფხაზეთში ჩატარებულ ტურნირზე უეფას და ფიფას წევრი სლოვაკეთის ერთ-ერთი პოპულარული კლუბის, "ჟილინას" საბავშვო გუნდი მიიწვიეს. ასევე - შარშან, როცა სეპარატისტული აფხაზეთის ნაკრები სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის ეგრეთ წოდებულ ნაკრებებს დაუპირისპირდა.

აფხაზეთი რუსული კლუბებისთვის მიმზიდველი ხელსაყრელი ფასების გამო გახდა. დღესაც იქ ვარჯიშობენ რუსული კლუბები - ხაბაროვსკის "სკა ენერგია" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა". ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

...მაგრამ ახლა კიდევ ერთი, ძალიან უსიამოვნო ამბავი მოხდა: აფხაზეთში შეკრების ჩატარება და იქ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა სომხეთის ყველაზე პოპულარულმა კლუბმა, ერევნის "არარატმა" დაგეგმა. მაგალითად, დღეს, 27 იანვარს, სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე, "არარატს" ამხანაგურად ზემოთ ნახსენებ "ვოლგასთან" უნდა ეთამაშა...

თუმცა, ეს თამაში ჩაიშალა და ამაში დიდი როლი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ითამაშა. ეს სეპარატისტული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა ინტერნეტგამოცემა "სპუტნიკ-აბხაზიას" უთხრა: "არარატის" წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამხანაგური მატჩის ჩატარება აუკრძალა. როცა მიზეზით დავინტერესდით, გვიპასუხეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის შესაბამის უწყებას აცნობა, რომ სომხური გუნდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა არასასურველი იყო. შესაბამისად, "არარატის" ხელმძღვანელობა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ ვერ წავიდა".

მეზობელი ქვეყნის გუნდის თავკაცთა ამ საქციელს მეგობრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია