რატომ ითხოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, "პროფილი" ეთერში არ გავიდეს

რატომ ითხოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, "პროფილი" ეთერში არ გავიდეს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც "პროფილის" ანონსს ეხმაურება და თხოვნით მიმართავს "რუსთავი 2"-ს, არ გაუშვან ეთერში გადაცემა, რომელიც ბავშვთა სუიციდის ფაქტებს შეეხება.

VIDEO| იხილეთ კადრები გადაცემიდან, რომლის აკრძალვასაც მოითხოვენ

"მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება მედიასაშუალებით სუიციდის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ კომიტეტთან შევქმენით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შედიან ცნობილი ჟურნალისტებიც. დღეს მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედია საშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ, მედია როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას.

ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არ არის დაზღვეული, არც ერთი ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედია საშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა. სწორედ ამ თხოვნით მივმართეთ მედიასაშუალებებს რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, დღეს მომზადებულია გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მივმართავ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და ნუ გამოიყენებენ ამ თემას საკუთარი პიარისთვის. ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ეს თუ პოლიტიკოსი, სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

იხილეთ ასევე: გთხოვთ, ნუ უწყობთ ხელს სკანდალის შექმნას! - "პროფილი" დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია