ბერას მეგობარ ჰეიეს გრიერის შეცდომა, რის გამოც ფაჩულია NBA All Star-ზე ვერ მოხვდა

ბერას მეგობარ ჰეიეს გრიერის შეცდომა, რის გამოც ფაჩულია NBA All Star-ზე ვერ მოხვდა

როგორც ირკვევა, ზაზა ფაჩულია შევიდოდა სამ საუკეთესო ფორვარდს შორის და "ყველა ვარსკვლავის" მატჩშიც ითამაშებდა, რომ არა ჰეიეს გრიერის შეცდომა.

გრიერი ე. წ. Vine-ის (ვიდეოს გაზიარების სერვისი) ვარსკვლავი, ცნობილი ინტერტნეტ-პერსონაა.

ბერას მეგობარმა გრიერმა ხალხს ზაზას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, სამაგიეროდ კი პირობა დადო, რომ სანაცვლოდ "ტვიტერზე" თითოეული მათგანის მიმდევარი გახდებოდა.

მაგრამ დაშვებული შეცდომის გამო, ბევრი ხმა დაიკარგა, რადგან მისი ფანები მის პოსტს აკოპირებდნენ. მან "ტვიტერზე" დაწერა: #NBAVOTEZAZA, #NBAVote Zaza Pachulia-ს ნაცვლად.

შეგახსეწნებთ:

ამაღამ, ჩვენი დროით უკვე დილის 4 საათზე, ტელეკომპანია TNT პირდაპირ ეთერში გამოაცხადებს NBA-ს მწვრთნელების არჩევანს - მათ "ყველა ვარსკვლავის" მონაწილე სარეზერვო კალათბურთელები უნდა დაასახელონ.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის გუნდში მოსახვედრად ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა, ის ფორვარდებში მე-4 ადგილზე გავიდა. თუმცა ქართველ კალათბურთელს შანსი ჯერ კიდევ აქვს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელები მას გუნდის 7 სარეზერვო კალათბურთელს შორის შეიყვანენ.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება, დასავლეთის გუნდის მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი იქნება.

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია