NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაივლის

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაივლის

28 იანვარს NBA-ს მწვრთნელების მიერ შერჩეული "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილე სარეზერვო მოთამაშეები გამოვლინდა.

დასავლეთის კონფერენციაში, რომლის გუნდსაც გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის, შემდეგი კალათბურთელები შეირჩა: კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი, დრეიმონდ გრინი, ენტონი დევისი, კლეი თომპსონი, დემარკუს კაზინსი და ლამარკუს ოლდრიჯი.

როგორც ხედავთ, მწვრთნელებმა სარეზერვოებში ზაზა ფაჩულია არ აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა და ის "ყველა ვარსკლავის" მატჩში მოხვდებოდა. თუმცა ზაზა მე-4 ადგილზე გავიდა ფორვარდებში და ბოლო იმედი მწვრთნელების ხმები იყო.

www.sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია