ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:17 / 29-01-2016
"ბინების ფასი საგრძნობლად დაეცა, მაგრამ მაინც არ იყიდება" - უძრავი ქონება კიდევ უფრო გაიაფდება?
არაპროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, დოლარის გაძვირება და პარალელურად, ეროვნული ვალუტის დასუსტება, კლიენტურა, რომლის მსყიდველობითუნარიანობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან შემცირდა - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული ზიანი მიაყენა. საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ყველაზე მტკივნეულად უძრავი ქონების ბაზარს შეეხო, სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ სავალუტო კრიზისის გამო ამ სექტორში სტაგნაციაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია ძალიან შემცირდა, რადგან ბინის შეძენის მსურველები სესხის აღებას ერიდებიან და კურსის დაბალანსებას ამაოდ ელოდებიან:

როგორც სამშენებლო კომპანია "მონოლით ჯგუფის" დამფუძნებელი ზვიად დარახველიძე ამბობს, თუ ასე გაგრძელდა, ბინების ფასი კიდევ უფრო შემცირდება.

"თუ დოლარი ამ ნიშნულზე ანუ 2,5-ზე გაჩერდება, გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება. თუ პროდუქციის გაყიდვა გინდა, ფასები უნდა შეამცირო, სხვა გზა არ გრჩება. სწორედ ამიტომ, ბოლო თვეებში უძრავი ქონების ფასი აშკარად შემცირდა და ალბათ კიდევ უფრო შემცირდება. თუ დოლარის კურსი ამ ნიშნულზე გაჩერდება, ან უფრო გაძვირდება, უფრო დიდი სტაგნაცია გვექნება. მით უმეტეს, რომ მოსახლეობის 75-80% პროცენტი ბინებს იპოთეკური სესხით ყიდულობს. ლარის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაუფასურების გამო იპოთეკარებს დანახარჯი მოემატათ. საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს, იპოთეკარი კი, საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენელია, რომლისთვისაც თვეში 100-150 ლარი ბევრს ნიშნავს. მოგეხსენებათ, საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვის მთავარი პუნქტი თბილისია, მერე მოდის ბათუმი. პირდაპირი ყიდვის წესით ბინას მხოლოდ 10% ყიდულობს, დანარჩენი ბანკებზეა დამოკიდებული. მართალია, ბანკებმა პროცენტი მცირედით შეამცირეს - ადრე იპოთეკური სესხის პროცენტი 9% იყო, ახლა 8,5-8,00%-ია. ეს არის რაღაც შეღავათი, მაგრამ არც იმდენი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია შეცვალოს. თუ დოლარი 2,5 ნიშნულზე გაჩერდა, სამშენებლო სექტორი იძულებული გახდება ბინები კიდევ უფრო გააიაფოს", - ამბობს დარახველიძე.

"ორბი ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მათი ბინების ფასებზე დოლარის გაძვირება ჯერ არ ასახულა, ბინების ფასი არ შემცირებულა, თუმცა ის რაოდენობა არ იყიდება, რამდენიც ბუმის დროს ეყიდებოდათ.

ასევე იხილეთ| როგორ ბინებს ეძებს მყიდველი თბილისში - უძრავი ქონების ბაზრის 2016 წლის ტენდენციები

გაგრძელება
09:36 / 01-02-2016
Gიო - ს

გიო ყველაფერშიკებს რომ არ დავათვლევინე ყველა ხარჯი და მაგ ხარჯის დათვლაც რომ ფული დამიჯდა მაგიტომ ვამბობ!!!

საშინელი ფასებია. ერთ ერთეულ სახლზე რომ მასეთ იაფი ჯდება წარმოიდგინე ხარჯებს რომ ამცირებს სამშენებლო კომპანია და თან მინიმუმ 9 სართულიანს აშენებს, მაგ დროს რა დონემდე ამცირებს ხარჯებს მაგის მიხვედრა შენთვის მომინდია!

ისე ლაპარაკობ მგონია რომ რომელიმე სამშენებლო კომპანიას ველაპარაკები... :D
სტანდარტული ფრაზებით და სიტყვებით მიხსნი მეგობარო :)
ასე რომ ჰაერზე არ გელაპარაკები მეგობარო და მე ეს ინფორმაციის მოძიება ფული დამიჯდა და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ!
sircxvili
01:26 / 30-01-2016
რომელ თბილისზე ლაპარაკობთ.ზაპხულში გული რო გიწუხდებათ და საშინელი ბარდაკი როა,მანდ რომც მაჩუქონ მაინც არ მინდა.და არც ჩემ შვილებს ვაცხოვრებ მანდ.ერთ ბიჩს უკიდე ბინა ბატუმში.ეხლა მეორე ბიჩისტვის ვჩალიჩობ მაგასაც ბატუმში.წელიწადში ერთი თვე ჩამოვდივართ და ისიც თბილიში მოვიხარშოთ.სიბერეშიც ბატუმში ვაპირებ ცხოვრებას.თქვენი იყოს ბატონო თბილისი,ქუდიც რო გადმომიგდონ მაინც არ ჩამოვალ.ისეთი რეისით მოვფრინავ რო თბილისი არ გამოვიარო.აი ეს არი სიმართლე გეთაყვა.
maxo
მსგავსი სიახლეები
წელს ახალი ტენდენცია წამოვიდა და მოთხოვნა ახალ აშენებულ ბინებზე უფროა, ვიდრე ძველზე
მოსახლეობამ გაიგო, რომ ტერიტორია, სადაც მათი გამწვანებული ეზო უნდა ყოფილიყო, გაიყიდა...
პრიორიტეტს ანიჭებენ: საბურთალოს - 30%, დიდუბე-დიღომს - 17%...
დედაქალაქში ბინის შესაძენად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო
გენგეგმის აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი არქიტექტორები და მშენებლები
წყვილი ძირითად დროს მელაძის აგარაკზე ატარებს, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს
ოროთახიანი, ე.წ."სტუდიოს" ტიპის ბინები სწრაფი ტემპით იყიდება
ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებასთან
ბინების ღირებულებამ ყველა უბანში თითქმის 10%-ით მოიკლო
მიწაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდების პრობლემა შეიქმნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:37 / 26-09-2016  Image შუამთის ტყეში დაკარგული გოგონები იპოვნეს
მერვე კლასელები ექსკურსიაზე იყვნენ გაჩერებული
20:03 / 25-09-2016  Image "მოსახლეობის ნახევარზე მეტი სხვების ან სახელმწიფოს სარჩენია..."
"უნდა გაიზარდოს საპენსიო ასაკი, მინიმუმ 3 წლით. სოცშეწევნა მხოლოდ ინვალიდებს უნდა დაურიგდეს და სხვა შემკვეცი პროგრამები"
18:14 / 24-09-2016  Image 300 წლის წინ გარდაცვლილმა წმინდანმა ბავშვმა თვალები გაახილა - დასავლური მედია მექსიკური სასწაულის შესახებ
+VIDEO| 300 წლის წინ გარდაცვლილი წმინდანად შერაცხული ბავშის ცხედარმა მოულოდნელად თვალები გაახილა
21:15 / 23-09-2016  Image რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"
+VIDEO "სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება"
12:49 / 25-09-2016  Image "აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა
მან არ იცოდა ჩვენი კანონები, ვერ გაიგო, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49