რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს! -მინისტრის რეკომენდაციები

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს! -მინისტრის რეკომენდაციები

ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის გამო შექმნილი აჟიოტაჟის საპასუხოდ გადაცემა "პოლიტიკაში" ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ განმარტა ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც ადამიანებმა უნდა გაატარონ იმისთვის, რომ არ დაავადდნენ. სერგეენკომ მოსახლეობას მისცა ყველაზე აუცილებელი რეკომენდაციები, რა შემთხვევაშიც გარდაუვალია ექიმის ჩარევა.

როგორც დავით სერგეენკო განმარტავს. ვირუსს ხელებზე 6 საათის მანძილზე შეუძლია "გაცერება". ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა, ხშირი დამუშავება. მოვერიდოთ ხელის სახეზე შეხებას.

იმ ადამაინებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და ორსულებს მინისტრი ურჩევს მოერიდონ თავშეყრის ადგილებში ყოფნას.

ექიმთან მიმართვის აუცილებლობა არის ერთ დღე-ღამეზე მეტი შეპუვარი ცხელება (მაღალი ტემპერატურა).

აუცილებელი რეკომენდაცია თუ როდის უნდა მიმართოდ ექიმს:

1. უეცარი, რამდენიმე საათიანი ცხელება - (ბავშვებში 38-ზე ზემოთ, მოზრდილებში 39-დან)

2. ძლიერი საერთო სისუსტე - (თითქოს მოწამლულია ადამიანი რაღაცით)

3. ტკივილი -(თავისა და სახსრების ტკივილი)

4. იშვიათ შემთხვევაში გულის რევის შეგრძნება.

ეს არის პრინციპული სიპტომები, როდესაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს,  - განმარტავს მინისტრი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია