"გთხოვთ არ დაიზაროთ და გაავრცელოთ!!!" - მსახიობი მიშა გომიაშვილი პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს

"გთხოვთ არ დაიზაროთ და გაავრცელოთ!!!" - მსახიობი მიშა გომიაშვილი პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს

მსახიობი მიშა გომიაშვილი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ღია წერილს უგზავნის ქვეყნის პირველ პირებს, ასევე კულტურის სფეროს მოღვაწეებს და დახმარებას სთხოვს უშგულში ჩარჩენილი გადამღები ჯგუფის გამოყვანაში:

"საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პრემიერ მინისტრს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს! (განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარეს!!!! უნდა იცოდეს ვინ ყავს პარლამენტში წევრები!!! ვგულისხმობ ვიქტორ ჯაფარიძეს!!!) კულტურის მინისტრს!!! საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს!!!

იცით თუ არა და თუ არ იცით ეს კიდევ უფრო უარესი, რომ 30 კაცისაგან შემდგარი კინო გადამღები ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას??? მიზეზი ამისა არის მხოლოდ იქაური ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაც და უნიათობა!!! საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი!!! ამუშავებენ "ნიკოლოზის" დროინდელ ტრაქტორს, რომელსაც ყოველ ნახევარ საათში ხან დინამო უფუჭდება, ხან კოვში, ხან სალიარკა გაასხავს... მხოლოდ სამაშველოები ცდილობენ მედიკამენტით დახმარებას და ფიზიკურად გვერდში დგომას! ისეთი შეგრძნება გრჩება, რომ საუბარი საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეებზე კი არ არის, არამედ ზიმბაბვეს ან უგანდას მოქალაქეებზეა!!! როდესაც იქაური დეპუტატი ჯაფარიძე ვიქტორი ტელეფონით საუბარში უცხადებს: "ეგ რა ჩემი საქმეა მე ეს არ მეხება, ვინ გთხოვათ აქ ჩამოსვლაო?".... რას აკეთებს მესტიის მუნიციპალიტეტი გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი??? ერთი ძველი ტრაქტორის იმედზე შეიძლება იყოს ამხელა რაიონი? ტყუილების მეტი არაფერი ისმის!!! დაეხმარეთ ამ ადამიანებს!!! ნუ გავიწყდებათ რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან!!!", - წერს გომიაშვილი.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ვაკანსიებს აცხადებს

კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - მატჩი ანგარიშით 0:1 დასრულდა