კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:58 / 30-01-2016
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე თეატრში იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე მინისტრთა კაბინეტის და საკანონმდელო ორგანოს წევრები.

ყველა სტუმარი ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული თეატრი "აბესალომ და ეთერის" პრემიერას წარმოადგენს. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო "აბესალომ და ეთერის" კოსტიუმები და პარტიტურები. ასევე წარმოდგენილი იყო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა.

სპექტაკლი "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, ხოლო მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს ასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია.  (ფოტოგალერეა)
სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი "სამოსელი პირველის" მიერ არის შეკერილი. "აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს.  (ფოტოგალერეა)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:40 / 29-06-2016  Image სასამართლოში მაგდა პაპიძის დაკითხვა მიმდინარეობს
სასამართლოში მაგდა პაპიძის დაკითხვა მიმდინარეობს
15:30 / 29-06-2016  Image რომელი ასაკიდან ჩავურთოთ ბავშვს კონდიციონერი - ცნობილი პედიატრი კონდიციონერის თაობაზე
როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, უფროსების უმრავლესობა უფრთხის მას
10:16 / 29-06-2016  Image დეტალური ინფორმაცია ავტომობილებზე - ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
12:31 / 29-06-2016  Image ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ
"კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა"
14:02 / 29-06-2016  Image "დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი
"მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49