თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე თეატრში იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე მინისტრთა კაბინეტის და საკანონმდელო ორგანოს წევრები.

ყველა სტუმარი ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული თეატრი "აბესალომ და ეთერის" პრემიერას წარმოადგენს. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო "აბესალომ და ეთერის" კოსტიუმები და პარტიტურები. ასევე წარმოდგენილი იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა.

სპექტაკლი "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, ხოლო მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს ასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია.  (ფოტოგალერეა)

სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი "სამოსელი პირველის" მიერ არის შეკერილი. "აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს.  (ფოტოგალერეა)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია