ვინ არ მივიდნენ მიწვეული სტუმრებიდან ოპერის თეატრის გახსნაზე

ვინ არ მივიდნენ მიწვეული სტუმრებიდან ოპერის თეატრის გახსნაზე

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე მინისტრთა კაბინეტის და საკანონმდელო ორგანოს წევრები.

საქართველოს პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრის პირველ სპექტაკლს არ დასწრებია.

ასევე ცნობლია, რომ მოსაწვევები ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუგზავნეს, თუმცა თეატრში დღეს არც ერთი არ მისულა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სპექტაკლს ხვალ, რიგით მოქალაქეებთან ერთად დაესწრება.

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, განცხადებით, ე.წ. საპრეზიდეტნო ლოჟა გაუქმდა და ამ ადგილს აღარ დაიკავებენ ოფიციალური პირები და მთავრობის წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია